ახალგაზრდა, რომელიც ათასობით ასანთის ღერისგან კონსტრუქციებს აწყობს
2023, 31 იანვარი, 10:50
ალექსანდრე აბუსელიძე თავის ბოლო ნამუშევართან გემთან ერთად
ალექსანდრე აბუსელიძე 16 წლის იყო როცა გადაწყვიტა ასანთის ღერებისგან მაკეტების გაკეთება. პირველ კონსტრუქციაზე 10 ათასი ასანთის ღერი გამოიყენა და შექმნა საზაფხულო სახლი. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს კი დაასრულა საკრუიზო გემი, რომელსაც სამი თვე აწყობდა და რომელზეც 100 000 ასანთის ღერი (2230 კოლოფი) დახარჯა.
ალექსანდრე ბათუმში ცხოვრობს. ის ახლა 19 წლისაა და არ აპირებს გაჩერებას. სამომავლოდ გეგმავს spacex-ის რეკეტის აწყობას და გინესის წიგნში შესვლას.
მას ამჟამად 7 კონსტრუქცია აქვს აწყობილი.
სამუშაო მასალად იყენებს: ასანთს, მაკრატელს, სილიკონს, ხის სათლელს.
1. საზაფხულო სახლი - 10 000 ასანთის ღერისგან
2. Empire State Building - 10 000 ასანთის ღერისგან
3. სკოლა ‘ნიკე’ - 41 000 ასანთის ღერისგან
4. წისქვილი - 7 000 ასანთის ღერისგან
5. Big ben - 7 000 ასანთის ღერისგან
6. wizz plane a 320 - 21 000 ასანთის ღერისგან
7. გემი Royal Caribbean - 100 000 ასანთის ღერისგან
ალექსანდრეს აქვს მრავალმხრივი ინტერესი. სწავლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის მეორე კურსზე. არის ბათუმის მერის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში, მრჩეველთა საბჭოს წევრი. დამთავრებული აქვს კულინიარიის საერთაშორისო კოლეჯი ”Golden Sea”, მზარეულის განხრით. სამომავლოდ ფიქრობს შეისწავლოს არქიტექტურა.