x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
16 დაუჯერებელი ფაქტი, რომლებიც არარეალურად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა

image
არსებობს ისეთი ფაქტებიც, რომლებიც გგონიათ, რომ რეალობას არ შეესაბამება ან მითია:

1. ევერესტის მწვერვალზე არის ზღვის მკვიდრთა ნამარხები. საქმე იმაშია, რომ ეს მთა 30 მილიონი წლის წინ უძველესი ოკეანის ფსკერზე ჩამოყალიბდა. დღეს იქ ბევრი ზღვის ბინადართა ნამარხი გვხვდება, მაგალითად, ტრილობიტები.image

2. არსებობს წყალქვეშა ჩანჩქერები.ზოგან გაერთიანებულია ოკეანის სხვადასხვა ტემპერატურის მონაკვეთები. ვინაიდან ცივი წყალი თბილ წყალზე მძიმეა, ის ძირს ვარდება. დანიის სრუტის ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს გრენლანდიასა და ისლანდიას შორის, არის ყველაზე დიდი წყალქვეშა ჩანჩქერი მსოფლიოში.image

3. იაპონია მსოფლიოში ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად შეინარჩუნა იმპერიის ტიტული. იაპონიის იმპერიული დინასტია არასოდეს შეწყვეტილა. მოქმედი იმპერატორი აკიჰიტო არის პირველი იმპერატორ ჯიმუს პირდაპირი შთამომავალი, რომელმაც დააარსა იაპონია ძვ.წ 711 წელს. image

4. ეს არის კენი. არავის სურდა მასთან მეგობრობა, რადგან გონებრივად ჩამორჩენილი ვეფხვი იყო. მისი ცხვირი და კბილები დეფორმირებულია, რის გამოც კენის უჭირდა სუნთქვა და პირი ბოლომდე ვერ ხურავდა. ასევე, ძვლების არარეგულარული სტრუქტურის გამო კოჭლობდა. 1999 წელს დაბადებიდან კენი ცხოვრობდა არკანზასში, ბენტონვილის ზოოპარკში. მან მხოლოდ 10 წელი იცოცხლა, რაც ნორმაზე ორჯერ პატარა ასაკია.image

5. პირამიდები მოძრაობენ. დედამიწის ქერქის მოძრაობის გამო, ძველი ეგვიპტური პირამიდები გადაადგილდნენ სამხრეთით 4 კმ-ით, იმ ადგილიდან სადაც ისინი აშენდა დაახლოებით 5000 წლის წინ.image

6. მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი უნივერსიტეტში 4 წლის ასაკში შევიდა. კიმ უნ-იანგი კორეაში 1962 წელს დაიბადა. ორი წლის ასაკში ის უკვე საუბრობდა 5 ენაზე, სამი წლის ასაკში მან გაიაზრა ალგებრას კონცეფცია და გააჩნდა დიფერენციალური გამოთვლების კონცეფცია. 4-დან 6 წლამდე კიმი ჰანიანგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, 7 წლის ასაკში მიიღო მიწვევა ნასაში სამუშაოდ.image

7. მე-19 საუკუნის ბოლოს კოკაინი თავისუფლად იყიდებოდა აფთიაქებში. 1880-იან წლებში კოკაინი იყო მრავალი წამლის ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენებოდა გაციების, ნევრალგიის, თავის ტკივილისა და უძილობის სამკურნალოდ.image

8. ნარკობარონის პაბლო ესკობარის შემოსავლის ბუნებამ მას უზარმაზარ ფულთან გამკლავება აიძულა. იმდენი იყო, რომ ესკობარს თვეში 2500 დოლარის დახარჯვა უწევდა მხოლოდ ელასტიურ რეზინებზე ფულის შესაკვრელად.image

9. ადამიანის სიმაღლე დღის განმავლობაში იცვლება. ეს იმის გამო ხდება, რომ დღის აქტივობის დროს ხერხემლიანებს შორის ხრტილი შეკუმშულია და ზრდა ოდნავ მცირდება. ღამით კი, ძილის დროს, სხეული აღდგება და იჭიმება.image

10. რკინა შეიძლება გახდეს გაზი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ რკინაც შეიძლება აირისებრ მდგომარეობაში გადავიდეს. ამისათვის ის უნდა გაცხელდეს 50000 გრადუს ცელსიუსამდე.image

11. ტონა ყველაზე ჩვეულებრივი ზღვის წყალი ნებისმიერი ოკეანედან შეიცავს დაახლოებით 7 მგ ოქროს. მთლიანობაში, ოკეანეებში ამჟამად 10 მილიარდ ტონაზე მეტი ოქრო ცურავს.image

12. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტებმა იარაღის ტარების უფლება მისი დაარსებიდან მხოლოდ 26 წლის შემდეგ მიიღეს.image

13. მამრი ჰიპოპოტამები ძალიან აგრესიულები არიან, ისინი ხშირად მისდევენ მსხვერპლს ხმელეთზეც და შეუძლიათ მიაღწიონ სიჩქარეს 48 კმ/სთ-მდე. ჰიპოპოტამი ყოველწლიურად უფრო მეტ ადამიანს კლავს აფრიკაში, ვიდრე ლომები და ნიანგები ერთად.image

14. იცოდით, რომ ფობიებს შორის სიმდიდრის შიშიც არსებობს? მას პლუტოფობია ჰქვია. და ასევე არის აუროფობია, ოქროს შიში.image

15. იმისდა მიუხედავად, რომ კოალას ხელისა და თითების სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია ჩვენისგან, მათი თითის ანაბეჭდების გარჩევა ადამიანისგან მიკროსკოპის ქვეშაც კი თითქმის შეუძლებელია.image

16. საუდის არაბეთს ქვიშა ავსტრალიიდან შემოაქვს. საქმე ის არის, რომ ქვიშა, რომელიც ფარავს საუდის არაბეთს, საშინლად უხარისხოა და უბრალოდ არ ვარგა სამშენებლო სამუშაოებისთვის.image

1
1390
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1390
  
2023, 1 თებერვალი, 23:49
მე-9-მ გამაკვირვა
0 1 1