x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რით იყო დაკავებული ნაცისტთა ქალთა ქვედანაყოფი

image


ნაცისტურ გერმანიაში ქალები განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. სანამ კაცები იბრძოდნენ, ქალები ახალი გერმანიის საფუძველს ჰქმნიდნენ, ეს იყო ნაცისტების ლოზუნგი. ნაცისტებმა ორი დიდი ქალთა ორგანიზაცია შექმნეს. რას საქმიანობდნენ იქ "სუსტი" სქესის წარმომადგენლები? 1932 წელს გერმანიაში "ნაციონალ - სოციალისტური" ქალთა ორგანიზაცია შეიქმნა, რაც ფაქტიურად ნაცისტების ქალთა დივიზიას წარმოადგენდა, ეს არ გახლდათ უბრალო ფორმალობა, რომლის მიზანიც მხოლოდ ქალების რაიმეთი დასაქმება იყო. უბრალოდ წარმოიდგინეთ მისი მასშტაბები! სულ რაღაც 6 წელიწადში ქალებმა პარტიაში ნაცისტების მთლიანი წილის 40%-ი შეადგინეს. ორგანიზაციის მთავარი ამოცანა ქალებისთვის ნაციონალ-სოციალიზმის ტრადიციების შესწავლა იყო, რათა ისინიც მთავარი იდეით "ანთებულიყვნენ" და ნაცისტ-მამაკაცებთან ერთად ერთი პარადიგმით ეცხოვრათ.




"ისინი "სს"-ის კაცების პარადიგმით ცხოვრობდნენ"


image


გერმანელი ქალის იდეალი - დღევანდელი ფემინიზმის ანტიგმირია. მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა არც ეკონომიკურ და არც მართვის საქმეებში. მისი ამოცანა იყო სისხლის სიწმინდის დაცვა (მხოლოდ გერმანელზე გათხოვება) და მომავალი გმირების აღზრდა. ასეთი ქალის ოჯახი და საოჯახო მეურნეობა სამაგალითო უნდა ყოფილიყო, ხოლო სხვა დანარჩენი - მისი საზრუნავი არ იყო. ორგანიზაცია ოჯახების მიმართ ზრუნვას არა მხოლოდ სიტყვიერად იჩენდა, თუ მაგალითად, ქალს ბევრი შვილი ჰყავდა და საოჯახო საქმეებს ვერ უმკლავდებოდა, ის მათ მოახლეების ძებნასა და საკვების მომზადებაში ეხმარებოდა.

image


ჰიტლერი "გერმანელი გოგონების კავშირის" ორგნიზაციას განსაკუთრებით აფასებდა. მათ ასევე იმ პარტიის პატივსაცემად "ჰიტლერიუგენდის დებს" უწოდებდნენ, საიდანაც კავშირი შეიქმნა. მასში 14-დან 18-წლამდე გერმანელი გოგონა იყო გაერთიანებუ. სინამდვილეში, ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული კომკავშირის მოძრაობის ანალოგი, მხოლოდ მდერობითი სქესისთვის. გოგონებს ამ კავშირში სავალდებულო წესით იღებდნენ, სადაც შერჩევა მხოლოდ რასობრივი ნიშნით ხდებოდა. 1940-იან წლებში ეს კავშირი ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო მთელ მსოფლიოში, სადაც 5 მილიონი გერმანელი გოგონა იყო გაერთიანებული. ამრიგად, პოლიტიკურად აქტიური ნაცისტების საერთო რაოდენობამ 7 მილიონი ადამიანი შეადგინა!


image


ამ კავშირის ყველაზე ცნობილი ხელმძღვანელი - იუტა რიუდიგერი იყო. ის ამერიკელების ტყვეობაში ჩავარდა, სადაც პატიმრობაში ორი წელი გაატარა და ყოველგვარი ბრალის წარდგენის გარეშე გათავისუფლდა. ამის შემდეგ იუტა სიცოცხლის ბოლომდე ფსიქოლოგად მუშაობდა. ის 2001 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუტა სიკვდილამდე ერთგულ ნაცისტად დარჩა.


image


გოგონები განსაკუთრებული მეთოდით იზრდებოდნენ. ყველაფერი, რაც მათ სექსუალურობას უსვამდა ხაზს, როგორიცაა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან წინდები აკრძალული იყო. მათი სტანდარტული ფორმა მუქი ლურჯი ქვედაკაბისგან, თეთრი ბლუზისა და შავი ჰალსტუხისგან შედგებოდა. სამკაულებიდან ნებადართული მხოლოდ ბეჭედი იყო, თუმცა სხეულისთვის და ჯანმრთელობისთვის გერმანელ ქალს საგულდაგულოდ უნდა ეზრუნა. როგორც გერმანელი გოგონების კავშირში, ასევე ნაციონალ-სოციალისტ ქალთა ორგანიზაციაში მათ ფიზიკური აქტივობისკენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. თავისუფალ დროს კი გოგონები ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი.


image


საბჭოთა კავშირში იყო კომკავშირი, გერმანიაში კი რამდენიმე მსგავსი ორგანიზაცია, სადაც მოქალაქეებს თავს ერთად უყრიდნენ და საერთო საქმეში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ, უქმნიდნენ რა ამისთვის ყველა საჭირო პირობას.








0
877
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
877