სხვა
18 ნამდვილი ფაქტი, რომლის დაჯერებაც შეუძლებელია
2023, 15 ოქტომბერი, 16:08
სამყაროში არაერთი ისეთი ფენომენი არსებობს, რომლის ახსნაც არა თუ რთული, არამედ წარმოუდგენელიც კია, რადგან ადამიანის ტვინი არც იმდენად ყოვლისშემძლეა, აბსოლუტურად ყველაფერი რომ ამოხსნას. ზოგიერთი რამ საჭიროა უბრალოდ მივიღოთ როგორც მოცემულობა, მიუხედავად იმისა გვესმის თუ არა ის.
კოლიბრი - ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან და გვერდით ფრენა შეუძლია.
ორგანიზმში მცხოვრებ ბაქტერიებს, ხელსაყრელი გარემოს არსებობის პირობებში უჯრედების რაოდენობის 10-ჯერ გაზრდა შეუძლიათ.
კოალას თითის ანაბეჭდები ადამიანის ანაბეჭდებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, ორივე პრაქტიკულად იდენტურია.
"ნელამავალნი" - პატარა უხერხემლოების ტიპს განეკუთვნებიან, რომლებიც თითქმის ყველგან, ზღვაში, მტკნარ წყალში, ხავსსა და ნიადაგში ბინადრობენ. "ნელამავალნი" ტემპერატურის ცვალებადობის" მიმართ საკმაოდ ამტანები არიან. მათ შეუძლიათ გადარჩენა როგორც ადუღებულ წყალში, ასევე რადიაციულ გარემოში, ვაკუუმსა და ნულს ქვემოთ ტემპერატურაზეც კი.
ტირანოზავრები სტეგოზავრებთან შედარებით უფრო ადრე ცხოვრობდნენ, შესაბამისად, მათ ერთმანეთთან შეხვედრის შანსიც კი არ ჰქონდათ.
წვიმის ჭიას 5 გული აქვს...
ლურჯი ვეშაპის გული იმდენად დიდია, რომ ბავშვს ცხოველის არტიებთან მიახლოება სრულიად მშვიდად შეუძლია.
ადამიანის დნმ-ი ბანანის დნმ-ს 50%-ით ემთხვევა.
თაფლი - ერთადერთი პროდუქტია, რომელიც არასდროს ფუჭდება.
1 ჭიქა წყალში იმაზე მეტი მოლეკულაა, ვიდრე პლანეტის ყველა ოკეანის წყლებიდან ერთად აღებულ 1 ჭიქაში.
პლანეტა ვენერაზე 1 დღე 1 წელზე მეტხანს გრძელდება.
თეორიულად, თუკი პლანეტა დედამიწაზე ხვრელს გააკეთებთ და შიგნით ჩახტებით, მეორე ბოლოში 42 წუთში აღმოჩნდებით.
კოსმოსიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გამყოფი ხაზის დანახვაა შესაძლებელი. ეს კი იმის გამო ხდება, რომ ამ რეგიონებში განათების სხვადასხვა ტიპს იყენებენ.
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ევერესტის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 8 848 მეტრზე მობილური კავშირი არის, ასე, რომ წინ თავგადასავლებისკენ!
"ტიტანიკის" ტრაგედიამდე 14 წლით ადრე, მწერალმა მორგან ენდრიუ რობერტსონმა ნოველა გამოაქვეყნა, რომელშიც უზარმაზარი ლაინერის "ტიტანის" პირველი და უკანასკნელი რეისის შესახებ იყო აღწერილი.
ნილ არმსტრონგი მთვარიდან დაბრუნების შემდეგ, იძულებული გახდა ემიგრანტის ფორმა შეევსო.
ინგლისის ოფიციალურ ენად 100 წელზე მეტხანს ფრანგული ითვლებოდა.
ყოველ ორ წუთში ჩვენ უფრო მეტ ფოტოსურათს ვიღებთ, ვიდრე მთელმა კაცობრიობამ 19 საუკუნის განმავლობაში გადაიღო.