x
image
დავითი ჩუთლაშვილი
2023 წლის სია: რომელია მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქვეყანა?
ქვეყნები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან სიმდიდრით და მოსახლეობის ცხოვრების დონით. ზოგი ქვეყანა ძალიან ღარიბია, ზოგი კი პირიქით, ძალიან მდიდარი. მათ შორის უზარმაზარი სხვაობაა. ძალიან საინტერესოა, რომ მსოფლიოს ათი უმდიდრესი ქვეყნიდან ხუთი NATO-ს წევრია, ხოლო სამი - ევროკავშირის წევრი. ეს ამ ორგანიზაციების აშკარა უპირატესობაზე მეტყველებს. NATO და ევროკავშირი სტაბილურობის, მშვიდობის, დაცულობის და ვალუტების სიმყარის უპრეცედენტო გარანტიებს ქმნიან, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების მოცულობაზე. NATO-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ინვესტიციები ვეებერთელა ნაკადებად შეედინება, რაც იმის დამსახურებაა, რომ ამ ქვეყნებში დიდი ხანია, ომი არ ყოფილა. პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულობა და სიმყარე და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, როგორც უძლიერესი სამხედრო ფარი, ინვესტორებს იმის სრულ გარანტიებს უქმნის, რომ მათ კაპიტალს საფრთხე არ ემუქრება და რომ ომის თუ სამხედრო გადატრიალებების წყალობით ისინი ყველაფერს არ დაკარგავენ. სწორედ ამიტომ არიან ეს ქვეყნები ასეთი მდიდრები და წარმატებულები.


ლუქს


10. დანია


66, 390 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ჰანს ქრისტიან ანდერსენის და ჰენრიკ პონტოპიდანის სამშობლო მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ათეულში მე-10 პოზიციას იკავებს. დანია დიდი ხანია არის როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი.



9. ავსტრალია


ავსტრალიაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით 68, 020 დოლარია. ეს ქვეყანა გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარე მართალია არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, თუმცა არის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის წევრი და ნატოსა და ევროკავშირის ძალიან მჭიდრო პარტნიორი. ავსტრალიის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა და მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებში.


8. ისლანდია


ბიონსეს სამშობლო მე-19 საუკუნეში რუსეთის დე ფაქტო კოლონია გახლდათ, რა დროსაც მოსახლეობას უზომოდ უჭირდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისლანდია მალევე გახდა ნატოს წევრი და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო პარტნიორი, რამაც მკვეთრად აამაღლა მისი ხალხის ცხოვრების დონე. 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე ისლანდია მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სამეულში შედიოდა, თუმცა დღესაც არ გახლავთ დაბალ პოზიციაზე. 77, 960 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ის საპატიო მე-8 ადგილს იკავებს.


7. ამერიკის შეერთებული შტატები


უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანა რასაკვირველია აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ სიაში. ამერიკა ხუთეულში მართალია, ვერ მოხვდა, მაგრამ მე-7 პოზიციაზე ნამდვილად არის 78, 420 დოლარით ერთ სულზე გაანგარიშებით. საინტერესოა, რომ ნატოს წევრ ამ სახელმწიფოში ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულის უმეტესი ნაწილი.


სინგა


6. სინგაპური


84, 500 დოლარი ერთ სულზე გაანგარიშებით - ასეთია 5, 7-მილიონიანი სინგაპურის მაჩვენებელი, რითაც ეს აზიური ქალაქი-სახელმწიფო მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ათეულში მე-6 პოზიციას იკავებს. სინგაპური ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ჯერ კიდევ 1955 წლიდან. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო და ეკონომიკურ ასპექტებში.


5. ნორვეგია


ნორვეგია 88, 750 დოლარით ერთ სულზე გაანგარიშებით მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში მე-5 პოზიციას იკავებს. ისლანდიის მსგავსად ეს ქვეყანაც დიდი ხანია, რაც შენგენის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) და ნატოს წევრია.


4. კატარი


კატარში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით 89, 420 დოლარს შეადგენს. ამის მიზეზი ნავთობის და გაზის უზარმაზარი რეზერვებია. გარდა ამისა, კატარი არ არის მსოფლიოს ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს, რუსეთის მეზობელი.


3. შვეიცარია


ალპების ეს ულამაზესი ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ათეულში მე-3 პოზიციას იკავებს 94, 830 დოლარით ერთ სულზე გაანგარიშებით. შვეიცარია EFTA-ს და შენგენის წევრია. სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, რადგან ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებით გახლავთ გარემოცული, რომლებიც შვეიცარიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.


ირლანდია


2. ირლანდია


90-იან წლებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ირლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახდებოდა. მაგრამ ევროკავშირის წევრობამ და ირლანდიის ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ აქაც ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი. დღეს მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით ირლანდიაში 107, 000 დოლარია. ის მსოფლიოში მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება.


1. ლუქსემბურგი


ლუქსემბურგი იმის თვალნათელი მაგალითია, თუ რა გიგანტური ეფექტი აქვს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან პატარა ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას. ეს სახელმწიფო არის ნატოს, ევროკავშირის, შენგენის და ბენილუქსის წევრი. ლუქსემბურგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, სადაც 620 ათასი მოსახლიდან 46, 200 მილიონერია.


128, 820 დოლარი - ასეთია ლუქსემბურგში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.


საქართველოს რაც შეეხება, ის დაახლოებით 7270 დოლარით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიო ქვეყნების ასეულს მიღმაა. აქ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მზარდი გავლენა, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულობის დაბალი დონე, სისტემური კორუფცია და ნატოსა და ევროკავშირთან სუსტი კავშირები, რაც ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. მდგომარეობა ძირეულად თუ არ შეიცვალა, სიღარიბე და ჩამორჩენილობა კიდევ უფრო გაიზრდება.

0
255
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0