საზოგადოებრივი რომაელების რეაქცია კეისრის მკვლელობაზე 2023, 9 თებერვალი, 14:41 ძველი ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე (46–127 წწ.) წერდა, რომ კეისრის მკვლელობისთანავე, ბრუტუსმა წინ წამოიწია და გამოსვლისთვის მოემზადა. თუმცა, სისხლიანი სპექტაკლით შეძრწუნებულმა სენატორები, მას ამის საშუალება არ მისცეს და მაშინვე იქაურობას გაეცალნენ... გარდაცვლილი კეისრის ახლო მეგობრებმა კი, მარკ ანტონიმ და მარკუს ლეპიდუსმა, სახლებში წასვლა ვერ გაბედეს, რადგან შესაძლებელი იყო, მათაც კეისრის ბედი გაეზიარებინათ. ამიტომ, სიტუაციის ჩაწყნარებამდე, მეგობრებთან გადაწყვიტეს თავის შეფარება. მარტო დარჩენილმა შეთქმულებმა, კაპიტოლიუმისკენ გადაინაცვლეს. ისინი ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, რომ ტირანი მოკლეს და სისხლიან ხანჯლებს აქეთ–იქით იქნევდნენ. იმ დღეს, დედაქალაქში, სხვა არაფერი მომხდარა. მაგრამ, ქალაქში სხვადასხვა ჭორი გავრცელდა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კეისრის მკვლელობის ამბავიც იყო. ძარცვისა და არეულობის შიშით, მოქალაქეები საკუთარ სახლებში ჩაიკეტნენ. ქალაქის ზოგიერთ უბანში, ასეთ ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რადგან პლებეებს და კრიმინალებს, არ შეეძლოთ, ასეთი შესაძლებლობით, არ ესარგებლათ. რომაელი პლებეები. თანამედროვე ილუსტრაცია მეორე დღეს, ხალხმა ფორუმზე დაიწყო შეკრება, სადაც ბრუტუსი და მისი თანამოაზრენი გამოდიოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ნამდვილი რესპუბლიკელები იყვნენ, რომლებმაც რომი ტირანიისგან იხსნა... და ხალხს, მათ გვერდში დგომისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, რომაელი მოქალაქეები ჩუმად იდგნენ... ხალხის მრისხანების აშკარა ნიშნები, არც იქამდე ყოფილა, მაგრამ შეთქმულებს, ასეთი რეაქციაც აშინებდათ. რომაული ლეგიონი. თანამედროვე რეკონსტრუქცია კეისრის მკვლელებმა იცოდნენ, იმ დროს, დედაქალაქში მყოფი ლეგიონი, მარკ ანტონის და ლეპიდუსის მხარეს იყო და ლეგიონერები, დიდი ალბათობით, სახალხო ნების წინააღმდეგ, არ იმოქმედებდნენ. მაგრამ, გაურკვეველ ვითარებაში, ცალკეულ მეთაურებს შეეძლოთ, შეთქმულებაში მონაწილე პირების დაკავების ბრძანება გაეცათ... ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, ბრუტუსმა და მისი მეგობრები, კაპიტოლიუმის ბორცვს შეაფარეს თავი, რომელიც რომაელებისთვის, წმინდა ადგილად ითვლებოდა. ამ ბორცვზე, რამდენიმე საუკუნის წინ, როდესაც რომი გალებმა დაიპყრეს, ქალაქის მოსახლეობა იყო გახიზნული. ასე, რომ, მათ ასეთ ქმედებას, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. შეთქმულებმა ამით მოსახლეობას აჩვენეს, რომ ისინი ჭეშმარიტი რომაელები იყვნენ, ხოლო მათი მოწინააღმდეგენი — ბარბაროსები. ამასობაში, რომაელებმა იმის გაცნობიერება დაიწყეს, რაც მოხდა. სიცხადისთვის, ფორუმზე გამოიფინა კეისრის ცვილის ფიგურა, რომელზეც დანით მიყენებული 23 ჭრილობა იყო აღნიშნული. კეისრის მკვლელობიდან 2 დღის შემდეგ, 17 მარტს სენატის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს. სენატორებმა გარდაცვლილი კეისარი ტირანად არ გამოაცხადეს, რადგან ამ შემთხვევაში, მისი ყველა ბრძანება, უკანონო იქნებოდა და იმავდროულად, კეისრის ნება აღასრულეს და ბრუტუსი და კასიუსი პროპორატორებად (პრეტორის მოადგილე) დანიშნეს. ცეზარის მომხრეებმა კი, მისი საჯაროდ დაკრძალვის და ანდერძის გახმოვანების უფლება მიიღეს. კასიუსი, ანდერძის საჯაროდ წაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბრუტუსი დათანხმდა. რადგან ფიქრობდა, რომ ამ ღონისძიებაზე, კვლავ შეძლებდა, მის მიერ მოკლული ტირანის მხილებას... და ეს საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა. «მარკ ანტონის სიტყვა კეისრის დაკრძალვაზე», ჯორჯ ედვარდ რობერტსონი, 1895 წ. პლუტარქე წერდა: «კეისრის ანდერძის გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ მან რომის თითოეულ მოქალაქეს მნიშვნელოვანი თანხა დაუტოვა. როდესაც დაინახეს, თუ როგორ იყო ჭრილობებით დამახინჯებულ მის გვამი, ისინი აღელდა და მიცვალებულის ირგვლივ სკამების, ბარიერების და მაგიდების დაწყობა დაიწყეს. ხოლო შემდეგ, სახელდახელოდ შექმნილ კონსტრუქციას, ცეცხლი წაუკიდეს და კეისრის ცხედარიც დაწვეს. ამის შემდეგ, ცეცხლს მისცეს მისი მკვლელების სახლ–კარი და ქალაქში შეთქმულებაში მონაწილეების ძებნა დაიწყეს, რომ პოვნის შემთხვევაში, ადგილზე გაეგლიჯათ. თუმცა, ვერავინ იპოვეს, რადგან ყველა საგულდაგულოდ იყო დამალული». შეთქმულები იმედს არ კარგავდნენ, რომ მალე რომაელები აზრს შეიცვლიდნენ. ბრუტუსი და კასიუსი, რომლებიც კეისრის დაკრძალვის დღეს, ქალაქიდან გაიქცნენ, მალე დაბრუნდნენ და სხვადასხვა პოპულისტური მეთოდებით სცადეს, ქალაქის დაბალი ფენის მოსახლეობის ნდობის მოპოვება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს... და რადგან რომაელებს ისინი სძულდათ, იძულებულები გახდნენ, პირად დაცვაში, პროვინციელები აეყვანათ. სიკვდილის შემდეგ, დროთა განმავლობაში, ცეზარის პოპულარობა უფრო გაიზარდა. ხოლო, მისმა შვილობილმა და მემკვიდრემ ოქტავიანე ავგუსტუსმა სამოქალაქო ომში გამარჯვება მოიპოვა და რომის იმპერატორი გახდა. რაც შეეხება ბრუტუსს, კეისრის მკვლელობის შემდეგ, მის მომხრეებს (კესარიანელებს) და რესპუბლიკელებს შორის, იმპერიის ზოგიერთ პროვინციაში, დაპირისპირება დაიწყო. ხოლო, იმავე წლის შემოდგომაზე, II ტრიუმვირატი შეიქმნა და სამოქალაქო ომი, უკვე მას და რესპუბლიკელებს შორის გაჩაღდა, რომელიც 2 წელს გაგრძელდა და ტრიუმვირატის გამარჯვებით დამთავრდა. დამარცხებულმა ბრუტუსმა კი, თავი მოიკლა. არხის სხვა სიახლეები:* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება* "თაფლობის თვე" – ათასწლოვანი ტრადიციის ფესვები* იდუმალი სიურპრიზები, რომლის ნახვა არქიტექტურის ძველ ძეგლებზე შეიძლება* ცინიკური გარიგება "ეშმაკთან" – რატომ დახუჭა თვალი სტალინმა თვალი ევროპაში დაწყებულ ომზე* უფრო მეტი, ვიდრე კომპანია – სასარგებლო რჩევა Toyota–ს დამაარსებლისგან* 12 ფაქტი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, სქესის და ეროვნების მიუხედავად* ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?619 1-ს მოსწონს
|