x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"თაფლობის თვე" – ათასწლოვანი ტრადიციის ფესვები

ნებისმიერ ქვეყანაში, საქორწილო ცერემონია უამრავ ჩვეულებას და ტრადიციას შეიცავს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია «თაფლობის თვეს», რომელსაც საუკუნეების მანძილზე, ახალდაქორწინებულები იცავენ.

თუ დღეს, «თაფლობის თვის» ხანგრძლივობა, მთლიანად შეუღლებულების სურვილზე და მათ ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ძველად ის, ქორწილის შემდგომ, მთვარის თვეს პერიოდს მოიცავდა, რომელიც 29 დღისგან შედგებოდა.


image


ლეგენდის თანახმად, გამოთქმა «თაფლობის თვე», 4000 წლის წინ გაჩნდა და მისი ფესვები ბაბილონს უკავშირდება. იმ დროს, ადამიანები მთვარის კალენდრით ცხოვრობდნენ. ამიტომ, ქორწინების შემდგომ პერიოდს «თაფლობის თვე» უწოდეს. სადაც «თაფლი» – თაფლიან სასმელს უკავშირდება, ხოლო «თვე» – კალენდარულ თვეს, მთვარის კალენდრის მიხედვით.

ტრადიციის მიხედვით, ქორწილის შემდეგ, 1 თვის მანძილზე, სიმამრი სიძეს, ალკოჰოლურ სასმელს ასმევდა, რომელიც თაფლის ფერმენტაციის გზით იყო მიღებული და რომელსაც ღმერთების ლიქიორს უწოდებდნენ.

ტერმინი «თაფლობის თვე» ნახსენებია «Avesta»–შიც – ძველ სპარსულ წიგნში, რომელიც ზოროასტრული რელიგიის წმინდა წერილად ითვლებოდა. მისი ავტორი ზოროასტერი (ზარათუსტრა) – სპარსელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ძვ. წ. აღრ. XV–XI სს. ცხოვრობდა.


image


აღნიშნული წიგნის მიხედვით, ქორწინების პირველი თვე – თაფლობის არის, ხოლო მეორე – სრული. ამ სახით, აღმოსავლეთის მცხოვრებლებს უნდოდათ იმის ხაზგასმა, რომ ქორწინების სიტკბო ხანმოკლეა და მხოლოდ ერთი თვე გრძელდება, უფრო მწარე პერიოდის დაწყებამდე.

ბრიტანელებსაც აქვთ საკუთარი ვერსია, სადაც ნათქვამია რომ ტერმინი «თაფლობის თვე», სწორედ მათ ქვეყანაში დაიბადა და სათავეს შუა საუკუნეებში იღებს. მაშინ წყვილები ისე ქორწინდებოდნენ, რომ ერთმანეთს არც კი იცნობდნენ და ამიტომ, ქორწინების შემდეგ, ერთი თვის მანძილზე, მათ ტკბილ ლიქიორ–აფროდიზიაკის (ნივთიერები, რომელნიც ასტიმულირებენ ან აძლიერებენ სქესობრივ ლტოლვას ან მოქმედებებს) სმას აიძულებენ, რომელიც თაფლით, წყლით და არომატული მცენარეებით იყო დამზადებული.

შექსპირის ენაზე კი, «თაფლი» – სიტკბოთი სავსე, ალერსიანი მეტსახელია. ხოლო, «თაფლობის თვე» – წყვილებს შორის, ფიესტას სინონიმია და ეხება იმ სასიამოვნო და დაუვიწყარ დროს, რომელსაც შეყვარებული წყვილი გადის.


P. S. არანაკლებ საინტერესოა ქორწილთან დაკავშირებული ლეგენდაც:

დიდი ხნის წინ, როდესაც ღმერთები ჯერ კიდევ ოლიმპზე ცხოვრობდნენ, იქ ორი ახალგაზრდაც იყო. ისინი ბავშვობიდან სულ ერთად იყვნენ. ხოლო, როდესაც წამოიზარდნენ, – ერთმანეთი შეუყვარდათ.

ახალგაზრდებს ძალიან უყვარდათ ადამიანებთან ჩასვლა, მათი დახმარება და უბრალოდ, დაკვირვება ადამიანების ცხოვრებაზე... როდესაც ისინი გაიზარდნენ, მათი ყურადღება იმან მიიქცია, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, ადამიანები ოჯახებს ქმნიდნენ. შემდეგ მათ შვილები უჩნდებათ, რომლებიც ძალიან უყვართ და ზრუნვას არ აკლებდნენ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება

* იდუმალი სიურპრიზები, რომლის ნახვა არქიტექტურის ძველ ძეგლებზე შეიძლება

* ცინიკური გარიგება "ეშმაკთან" – რატომ დახუჭა თვალი სტალინმა თვალი ევროპაში დაწყებულ ომზე

* უფრო მეტი, ვიდრე კომპანია – სასარგებლო რჩევა Toyota–ს დამაარსებლისგან

* 12 ფაქტი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, სქესის და ეროვნების მიუხედავად

* ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?



1
381
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
381
  
2023, 10 თებერვალი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1