x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ომში წასვლას სუიციდს ამჯობინებენ - პუტინის არმიის ჯარისკაცები თავს იკლავენ

image

პუტინის წამოწყებული ომის დროს რუსმა ჯარისკაცმა საომარ ზონაში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე თავი მოიკლა, იგი 30 მეტრის სიმაღლიდან გადახტა.



25 წლის მიხაილ ლიუბიმოვის თვითმკვლელობა საკუთარი დედის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამლაგებელის თვალწინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მეათე სართულის ბინის ფანჯრიდან გადახტა.


მისი დაღუპვა მოხდა იმ გაზრდილი თვითმკვლელობების ფონზე, რომლის დამალვასაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ.



ომში მობილიზებულ მამაკაცს "პანიკური შეტევები" დაეწყო და ომში დაბრუნების შიშიდან გამომდინარე, სმა დაიწყო, განაცხადა გარდაცვლილის დედამ, 43 წლის ნატალიამ, რომელიც დამლაგებლად მუშაობს პუტინის მთავარი დიპლომატის, სერგეი ლავროვის ოფისში.


ლიუბიმოვი მსახურობდა სამხედრო საზღვაო ძალებში, მაგრაამ გამოიძახეს ჯარისკაცად უკრაინის ომში.

image

იგი დაიღუპა მოსკოვის სამხრეთ რაიონში, ცარიცინოში, საომარი ქმედებების შემდგომ პირველი შვებულების დროს, ერთი დღით ადრე, სანამ ის აღირიცხებოდა ფრონტის ხაზზე ხელმეორედ წასასვლელად.

”ნატალიამ თქვა, რომ დაინახა, როგორ გადმოხტა მისი შვილი მეათე სართულის ბინის ფანჯრიდან, - ნათქვამია მოხსენებაში.

ქალმა გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო, მაგრამ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


როდესაც ის პირველად გააგზავნეს ომში გასული წლის ოქტომბერში, მისმა დიდი ხნის შეყვარებულმა ქსენიამ ასეთი კომენტარი დაუწერა: „შენ დაბრუნდები“.


არის კიდევ სხვა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, რომელსაც პუტინის მთავრობა საგულდაგულოდ მალავს.


ასე მაგალითად:46 წლის ვლადიმირ პოტანინმა კურგანიდან, გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში თავი მოიკლა სვერდლოვსკის ოლქის სასწავლო ობიექტში.


კიდევ ერთმა 28 წლის მამაკაცმა, მობილიზებულმა შუშარიდან (ლენინგრადის ოლქი), 2 ოქტომბერს ვიბორგის სასწავლო პოლიგონზე თავი მოიკლა.


57 წლის ალექსანდრე ივანოვი, მობილიზებული ლეიტენანტი პეტერბურგიდან, ფრონტზე გაგზავნამდე ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილი იპოვეს კურსკის რაიონის სოფელ კრუპეცში.


33 წლის დენის რ.-მ, სვერდლოვსკის ოლქის რევდადან წვევამდელმა, თავი მოიკლა ბელგოროდის რაიონში, უკრაინაში გაგზავნამდე ცოტა ხნით ადრე.

1
179
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
2023, 27 იანვარი, 23:15
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1