მუსიკა "კუნწულიკო... შენი დაბადების დღე გათენდება..." - თეონა ქუმსიაშვილს 39 წელი შეუსრულდებოდა + ტოპ 5 სიმღერა 2023, 27 იანვარი, 12:38 ![]()
„კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ, სულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...“, - წერს გელა დაიაური.
თეონა ქუმსიაშვილი დაიბადა 1984 წლის 27 იანვარს დაბა სიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტი. 2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: "ხევსურული საღამო" და "არტგენი"; 2007 წელს ანსამბლ "შავნაბადა"-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში; სახელი გაითქვა დახვეწილი კომპოზიცებითა და გამორჩეული ხმით. გამოცემული აქვს სოლო ალბომები: 2005 წელს - "პირიმზე", 2009 წელს - "მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული"; 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა; ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც; ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო; ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი; იყო ანსამბლ "სიონის ზარების" სოლისტი. თეონა ქუმსიაშვილი ტოპ 5 სიმღერა 110 2-ს მოსწონს
|