x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ ესტუმრა დეპუტატის სახელით "ბესამე მუჩოს" ავტორი სსრკ-ს, სადაც მანამდე მისი ეს სიმღერა ხალხური ეგონათ
image

1981 წლის ზაფხულში (ზოგი მონაცემებით 1979 წელს)ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სუპერწარმატებული საბჭოთა კომპოზიტორის ალექსანდრე ჟურბინის ბინაში ტელეფონმა დარეკა.


მექსიკის კონგრესის შემადგენობაში იყო ერთი ქალი დეპუტატი, რომელიც სსრკ-ში ჩამოსულ დელეგაცია თან ახლდა. საბჭოთა კავშირს თავის სტრატეგიული გეგმები გააჩნდა მექსიკასთან დაკავშირებით, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, თუ ეს შესაძლებელი იყო, მოეხიბლა სხვადასხვა პერსონები ამ განვითარებადი ქვეყნიდან.



მექსიკელ ქალს ჰკითხეს - რისი ნახვა აინტერესებდა საბჭოთა კავშირში, ვის შეხვდებოდა?



დეპუტატმა უპასუხა, რომ ახალგაზრდობაში სწავლობდა მუსიკას და აინტერესებდა, როგორ არის საქმე საბჭოთა კავშირში ამ მხრივ საქმე.



გადაწყდა სარეკლამო სახედ ეჩვენებინათ ჟურბინი .იგი ყველაზე შესაფერისად მიიჩნიეს. 36 წლის კომპოზიტორი, სკკპს წევრი, იმ დროს 6 მიუზიკლის, 3 ოპერის ავტორი (მათ შორის პირველი საბჭოთა როკ ოპერის "ორფეოსი და ევრიდიკეს" ავტორი), 2 სიმფონიის და ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის რამდენიმე ნაწარმოების ავტორი. აღარ ვთვლით მრავალრიცხოვან სიმღერებსა და მელოდიებს ფილმებისთვის.


დანიშნულ დროს ჟურბინის ბინაში დეპუტატი თარჯიმანისა და ესკორტის თანხლებით მივიდა. დასხდნენ და ჩაი მიირთვეს. ჟურბინმა, როგორც ამბობენ, ფრთები გაშალა და მის ყველა მიღწევაზე ისაუბრა.


შოკირებული დეპუტატი პირღია უსმენდა როკ ოპერებსა და სიმფონიების ავტორს, იგი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მექსიკაში მსგავსი არაფერი იქმნებოდა. ჟურბინმა თავისი რამდენიმე მელოდია პიანინოზეც დაუკრა.


მოკლედ ჟურბინმა დაასკვნა, რომ დეპუტატზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.


ბოლოს ჟურბინმა გაიხსენა, რომ მის სტუმარსაც ჰქონდა მუსიკასთან შეხება და თხოვა რაიმე დაეკრა.


დეპუტატმა უარი უთხრა და თქვა, რომ ვერც კი გაბედავდა დიდი ჟურბინის შემდეგ ინსტრუმენტს მიჯდომოდა, რადგან მისი როკ ოპერა უკვე 2 ათასჯერ იყო დაკრული (უბრალოდ წარმოიდგინეთ!).


სტუმრის ასეთი მაამებელი სიტყვების შემდეგ ჟურბინი ტუმბოსთან მივიდა, ამოიღო იქიდან თავისი ერთ-ერთი გრამფირფიტა, ავტოგრაფი წააწერა და დეპუტატს აჩუქა.


თუმცა ჟურბინმა კიდევ ერთხელ სთხოვა დეპუტატს, რაიმე დაეკრა.


”კარგი, კარგი, ” საბოლოოდ დანებდა ქალი. — ახალგაზრდა რომ ვიყავი, ერთი სიმღერა დავწერე. ახლა ამას შეგისრულებთ."


მექსიკელი ინსტრუმენტთან დაჯდა, დაუკრა და თან იმღერა.

სრული სიჩუმე ჩამოვარდა. იქ მყოფ ყველა საბჭოთა ამხანაგს ყბა ჩამოუვარდა.

ჟურბინმა ჩაილუღრა რომ მან ეს სიმღერა ხალხურად მიაჩნდა. Მაგრამ არა. მელოდიის და სიტყვების ავტორი პირადად მის ფორტეპიანოსთან იჯდა.



დიახ ეს იყო კონსუელო ველასკესი და მის მიერ დაწერილი "Bésame mucho".

"იმ მომენტში, როდესაც კონსუელო იჯდა და უკრავდა თავის უკვდავ მელოდიას ჩემს ფორტეპიანოზე, მე უბრალოდ დავმუნჯდი . მაგრამ არც ისე დიდხანს. როდესაც ის დაასრულა, "ტაშის ხმა" გაისმა .


" სენიორა ველასკესის წინაშე დავიჩოქე. ხელებზე ვაკოცე. ბოდიში მოვიხადე ჩემი შეუსაბამო სნობიზმისა და მფარველური ტონისთვის. მე ვთქვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთი დიდი ქალის მასპინძლობა და ვთხოვე, არ წყენოდა მოკრძალებული მიღება.


კონსუელომ მომისმინა ღიმილით (იმედია მთარგმნელმა სწორად თარგმნა ყველაფერი, მათ შორის ჩემი ცეცხლოვანი ჟესტებიც). შემდეგ მან თქვა, რომ აბსოლუტურად არ იყო ნაწყენი, რომ ძალიან გაუხარდა მასთან შეხვედრა და რომ ყველაფერი ძალიან კარგი იყო.


ამის შემდეგ ნებართვა ვთხოვე, მაგნიტოფონი ამოვიღე და ჩავწერე როგორ უკრავდა და მღეროდა. შემდეგ ორივემ ოთხი ხელით დავუკარით“, - იხსენებს ალექსანდრე ჟურბინი.



სწორედ მაგ პერიოდში, ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე იქნა პირველად შეცდომა გამოსწორებული, სადაც ველასკესი ჟიურის წევრად დანიშნეს.აქამდე "Bésame mucho" კუბური ხალხური სიმღერა ეგონათ საბჭოთა კავშირში.


1
200
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
200
  
2023, 27 იანვარი, 23:15
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1