საქართველო
"ჰიტლერი საფლავში ტრიალებს“ - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
2023, 26 იანვარი, 10:25
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველო - რუსეთის მოკავშირეობასა და "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ჰიტლერი საფლავში ტრიალებს – გერმანული ლეოპარდები გასროლის გარეშე რომ გაივლიან პოლონეთის და უკრაინის ტერიტორიას რუსეთის საზღვრამდე.
სტალინის სული კი ვოვას დედის ჩალაღაჯის ხსენებაშია გერმანია და ამერიკა რომ მოკავშირეები გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ.
ყველაფერს ველოდი ორი რამის გარდა - საქართველო თუ რუსეთის მოკავშირე გახდებოდა და ნაციონალურ მოძრაობაში ჩემპიონატი გაიმართებოდა ერთმანეთისთვის ვედროებით წუნწუხის შესხმაში."- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.