კულტურა სერიალ "კლონის" ვარსკვლავის პიკანტურმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო (ფოტოები) 2023, 20 იანვარი, 16:28
46 წლის ლამაზმანი უბრალოდ შეუდარებელია.
46 წლის ჯეიდის როლის შემსრულებელს, ჯოვანა ანტონელის საკულტო ბრაზილიური სერიალიდან "კლონი", უყვარს პიკანტური ფოტოების ატვირთვა თაყვანისმცემლების გასახარად. „ცხელი კონტენტის“ ახალი ულუფა ახლახან მიეწოდა მომხმარებლებს, რამაც გამოიწვია მათი აღფრთოვანება. მომხიბვლელი მსახიობი ამჯერად "საბედისწერო მაცდურის" იმიჯით წარუდგა თაყვანისმცმელებს. ჯოვანი ანტონელი არა მხოლოდ კინოს ვარსკვლავია, არამედ ცნობადი ბრენდის მფლობელიცაა: არტისტი კოსმეტიკური ხაზის და სილამაზის სალონის მფლობელია. ამავდროულად, ჯოვანი მრავალშვილიანი დედაა, რომლის ფიგურაც ბევრ ახალგაზრდა გოგონას შეშურდება. ამჯერად, მეწარმე ბიზნესვუმენმა გადაწყვიტა, რომ სიურპრიზის დრო დადგა. მსახიობმა საბედისწერო მაცდურის იმიჯი მოირგო, რომლის მთავარი აქცენტი იყო ტყავის კორსეტი და შავი ტრუსი. უხერხული პოზების არჩევის დროს დეკორაციულ ფონზე მსახიობმა დიდად არ შეუწუხებია თავი, ყველაფერი საკუთარ აბაზანაში ხდებოდა. ბრაზილიელი მსახიობის, ტელეწამყვანის და პროდიუსერის ჯოვანა ანტონელის კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკში, მან მონაწილეობა მიიღო საბავშვო გადაცემა „რედე მანჩეტეში“, როგორც წმაყვანის თანაშემწემ. მისი პირველი ეპიზოდური როლი იყო სერიალ „ტროპიკელ ქალში“ . მას შემდეგ ჰქონდა არაერთი როლებიც, მაგრამ პოპულარობა 2000 წელს „ოჯახურ ურთიერთობებში“ შესრულებულმა მეძავი კაპიტუს როლმე მოუტანა. ამას მოყვა სერიალი "კლონი" 2001 წელს, რომელმაც ჯოვანა მეგავარსკვლავად აქცია. ეს სერიალი მსოფლიოს 90-მა ქვეყანამ შეიძინა! 2000 წელს ის პირველად ასრულებს უარყოფით პერსონაჟს სერიალ „ცოდვის ფერში“. მისი ბოლო ნამუშევარია, მანუელ კარლუშის „დატკბი ცხოვრებით“. 416 2-ს მოსწონს
|