ეს საკითხი წლების განმავლობაში აქტუალური იყო, თუმცა მისი განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
რეზო ინანიშვილის შემოქმედების მოყვარულებს შეუძლიათ სახლ-მუხეუმი მოინახულონ და მწერლის პირადი ნივთები, უნიკალური ჩანაწერები დაათვალიერონ.
სახლ – მუზეუმის რეკონსტრუქცია და აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა.
მწერლის სახლ-მუზეუმის აშენების იდეა 2014 წელს პირველად გურამ ოდიშარიამ გააჟღერა.