ქალი და მამაკაცი დაშორდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას? 2023, 18 იანვარი, 14:17 მოდელი ალექსანდრა პაიჭაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, საკუთარ გამომწერების კითხვებსაც პასუხობს, ამჯერად ერთ-ერთმა მომხმარებელმას ასეთი კითხვა დაუსვა მოდელს:"მართალია კოდის დაშორდაო(შენიშვნა: გულისხმობს, მის ქმარს დავით კოდუას), რაზეც მოდელმა უპასუხა:
"არა მგონი, უფრო შევეთხლიშეთ ერთმანეთს, წინააღმდეგობები, უფრო სასარგებლოდ მოქმედებს გიჟებზე"-პასუხობს პაიჭაძე. შეგახსენებთ, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა 2019 წლიდან დაიწყო, ხოლო 2021 წლის ნოემბერში კ წყვილს ბავშვი შეეძინათ, გოგონა, რომელსაც ვიკი(ვიქტორია) დაარქვეს. ბიზნესმენი, ალექსანდრა პაიჭაძეზე 20 წლით უფროსია, რაც ხშირად მითქმა-მოთქმის და ჭორაობის საბაბი ხდება.ამასთან დაკავშირებით პაიჭაძემ გადაცემა „ბაიასთან" ასეთი კომენტარი გააკეთა: "არ სჯეროდათ, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ როცა გავაჩინე, დაიჯერეს. ახლა ჩემი ცხოვრება არც ისე პასიურია, როგორც მეგონა. ცოტა დავისვენე მშობიარობის შემდეგ, არ ველოდებოდი და გავიარე დეპრესიაც. ვერ აიტანეს ის, რომ 30 წლის მოდელს შეიძლება შეუყვარდეს 50 წლის კაცი, რომელიც ასევე ძალიან ენერგიულია. ბევრი შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ 50 წლისაა. ამას ჩემი მეუღლეც ხომ კითხულობდა. „მართლა ასეთი ცუდი ვარ? მართლა ასეთი შეუფერებელი ვარ?“ - ამბობდა. ამაზე უფრო მწყდებოდა გული. ხშირად მეუბნება ჩემი მეუღლე, რომ მთელი მისი სტერეოტიპული აზროვნება შევცვალე. ისიც ერთი ჩვეულებრივი ტიპი იყო, რომელსაც უყვარდა კარგი ცხოვრება. თვლიდა, რომ ყველა მოდელი არის მსუბუქი ყოფაქცევის, ყველა ლამაზი ქალი არის უბედური... მე ეს სტერეოტიპები დავამსხვრიე. მე ისეთი ტიპაჟები მომწონს, ვისაც უკვე დიდი გზა აქვს გამოვლილი. ვიქტორიას დაბადების შემდეგ მე ვთვლი, რომ მეც თავიდან დავიბადე და თვითონაც. მე ვიქნები და ვარ ბედნიერი, მაგრამ მე მინდა, რომ ბევრი ადამიანი მყავდეს გარშემო ასეთი“ - თქვა მან. 1179 2-ს მოსწონს
|