კინო "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის" 10 საუკეთესო ფოტო 2023, 18 იანვარი, 13:06 ორიოდე დღის წინ(16 იანვარს) 95 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიელი მსახიობი, ფოტოჟურნალისტი და მოქანდაკე, გასული საუკუნის შუა ხანების სექს-სიმბოლო ჯინა ლოლობრიჯიდა, რომელსაც უწოდებდნენ "ყველაზე ლამაზს ქალს მსოფლიოში".
მსახიობს პოპულარობა მოუტანა როგორც ევროპულ ფილმებში შესრულებულმა როლებმა ("ფანფან ტიტა", "პური, სიყვარული და ფანტაზია", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი") ასევე ჰოლივუდურმა ფილმებმა ("ეშმაკის დამარცხება, "Solomon And Sheba“). თავისი კარიერის წლების განმავლობაში ლოლობრიჯიდამ მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის "ოქროს გლობუსი", შვიდჯერ "დავიდ დი დონატელოს" პრიზი, ორჯერ ვერცხლის ლენტი, იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენი და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯინა ლოლობრიჯიდა გახდა ცნობილი ფოტომხატვარი და მოქანდაკე, თავად ცნობილმა გადაიღო ისეთი პიროვნებები, როგორებიცაა პოლ ნიუმანი, სალვადორ დალი, ფიდელ კასტრო და გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. 1973 წელს გამოიცა მისი ფოტოების ფოტოალბომი სახელწოდებით "ჩემი იტალია" ("Italia Mia"). როგორც მოქანდაკე, მისი ნამუშევრებიდან რამდენიმე მათგანმა მიიღო პრესტიჟული ჯილდო, ასევე გადაიღო დოკუმენტური ფილმი კუბის შესახებ, რომელშიც მან დაითანხმა ქვეყნის ლიდერი, ფიდელ კასტრო, პირადად მიეღო მონაწილეობა ფილმში. ამის გარდა ჯინა ლოლობრიჯიდას ციტატები ასახავს მის უზარმაზარ და მრავალფეროვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ქვემოთ გთავაზობთ გასული საუკუნის სექს-სიმბოლოს 10 ყველაზე (პირობითად)შთამბეჭდავ ფოტოს, რომელიც გადაღებულია ძირითადად 1940/1950/1960-იან წლებში ანუ მსახიობის კარიერის "ოქროს ხანაში". 435 2-ს მოსწონს
|