x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საზარბაზნე ხორცად ქცეული" - გამოჩნდა ვიდეო, სადაც პუტინის ციხიდან გამოშვებული პატიმრების სასაფლაოა აღბეჭდილი
image

გავრცელდა კადრები, სადაც ვლადიმერ პუტინის კრიმინალებისგან შემდგარი ჯარის ბოლო განსასვენებელია ასახული, ყველა ეს მამაკაცი დაიღუპა უკრაინაში თავისუფლების დაპირების სანაცვლოდ.


საფლავი საფლავზეა ჩარიგებული კრასნოდარის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია ციხიდან გამოშვებული დამნაშავეები, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთის არმიას უკრაინის ომში


ათიათასობით მკვლელი, მოძალადე, მძარცველი და ნარკორეალიზატორი გაათავისუფლეს და დაჰპირდნენ სრულ თავისუფლებას, თუ ისინი ცოცხლები დარჩებოდნენ უკრაინაში ექვს თვიანი ბრძოლების შემდეგ, რაც არ უნდა სერიოზული ყოფილიყო მათი ნასამართლობა.



მაგრამ მათმა ხოცვა-ჟლეტამ უმალ წინ წამოწია ბრალდებები პუტინის სამხედრო მეთაურების მიმართ, რომლებიც პატიმრებს ცინიკურად, საზარბაზნე ხორცად იყენებენ ძირითადად კრემლის ერთგულ სამარცხვინო "ვაგნერის" კერძო არმიის რიგებში.


კადრები მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც ვაგნერის ყოფილმა მეთაურმა, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, განაცხადა, რომ ის ნორვეგიაში გაიქა, იმის შიშით, რომ მას მოკლავენ და ახლა თავშესაფარს ითხოვს.


ანდრეი მედვედევმა, რომელიც 2022 წლის 6 ივლისს შეუერთდა ჯგუფს ოთხთვიანი კონტრაქტით, ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფ Gulagu.net-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ მან ნორვეგიის საზღვარი გადაკვეთა, სანამ ნორვეგიის პოლიციამ დააკავებდა.


მედვედევი, რომელიც ობოლია, "ვაგნერის" რუსულ ჯართან შეერთებამდე ციხეში იხდიდა სასჯელს, განაცხადა, რომ ჯგუფიდან გაიპარა მას შემდეგ, როდესაც შეესწრო დატყვევებული დეზერტირების მკვლელობას.


„მეშინია აგონიაში არ მოვკვდე“, უთხრა მედვედევმა ვლადიმერ ოსეჩკინს, უფლებადამცველი ჯგუფის Gulagu.net-ის დამფუძნებელს, რომელიც დაეხმარა გადასულიყო ნორვეგიაში და ჩაბარებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას.


2
470
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
470
  
2023, 20 იანვარი, 22:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 17 იანვარი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2