x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ჰოლივუდელი ლამაზმანების თამამი როლები, რომლებშიც ისინი სულ სხვა კუთხით წარმოჩინდნენ

image


დღევანდელ სტატიაში იმ ცნობილ კინოპროექტებზე მოგიყვებით რომლებშიც ჰოლივუდის ლამაზმანები მოულოდნელად სულ სხვა მხრიდან წარმოჩინდნენ და თავიანთი ნიჭით ყველა გააოცეს.



"მონსტრების მეჯლისი"


image


სწორედ ამ ფილმში წარმოჩინდა ჰოლივუდის ვარსკვლავის ჰოლი ბერის სამსახიობო ნიჭი ასი პროცენტით. მაყურებლებს კი რომლებსაც დღემდე უკვირთ თუ რა დამსახურებისთვის ერგო ლეტიცია მასგროუვის როლის შემსრულებელს მისი უდიდებულესობა "ოსკარი", მათ ამ მძიმე დრამას აუცილებლად უნდა უყურონ. მსახიობმა მთავარი გმირის გრძნობებისა და განცდების წარმოჩენა შესანიშნავად შეძლო. ეს ცხოვრებისეული დრამა გაიძულებს ზოგიერთ ურთიერთობას ახლებურად შეხედო.



"მკითხველი"

image

"ტიტანიკის" ვარსკვლავმა ქეით უინსლეტმა ზემოხსენებულ დრამაში საკუთარი სამსახიობო ნიჭის თითქმის ყველა ასპექტი წარმოაჩინა. ფილმი გულგრილს ნამდვილად არავის ტოვებს. "ოქროს გლობუსის" მფლობელი და "ოსკარის" ნომინანტი სურათის კვანძის გახსნა მთლიანად ქეითის ბრწყინვალე შესრულებაზეა აგებული. რეჟისორ სტივენ დალდრის ფილმი ყველა ცხოვრებისეულ ფასეულობას თავის ადგილს უჩენს და ბედისწერის არსებობაზეც გაფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა შეიძლება დეპრესიაც კი დაგგმართოთ, ამ შედევრის ნახვა მაინც ერთმნიშვნელოვნად ღირს.



"უხამსი წინადადება"


image


ახალგაზრდა დემი მური ფილმში მართლაც რომ შესანიშნავია. მელოდრამა ღარიბი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთი სიყვარულის მილიონად გაყიდვას გადაწყვეტენ. საქმე იმაშია, რომ სიყვარულის გაყიდვით, მათი პრობლემები ვერ გვარდება. დაიან მერფის როლით დემიმ ბრწყინვალედ შეძლო იმ ქალის ტანჯვის ჩვენება, რომელიც რთული მორალური არჩევანის წინაშე დგას.



"ცდუნება"

image


ერთი შეხედვით, საკმაოდ საშუალო დონის ფილმი, მთავარი როლის შემსრულებლებმა ანჯელინა ჯოლიმ და ანტონიო ბანდერასმა თავიანთი ბრწყინავლე თამაშით კიდევ უფრო სანახაობითი გახადეს. მიუხედავად იმისა, რომ სურათის სიუჟეტი საკმაოდ ბანალურია, შესანიშნავი დუეტის წყალობით მისი ყურება ნამდვილად ღირს.



"შეუქცევადი"


image


საფრანგეთში მოღვაწე არგენტინელი რეჟისორის, გასპარ ნოეს 2002 წელს გადაღებულ დრამაში ევროპის პირველი კინოლამაზმანი მონიკა ბელუჩი მთელი თავისი ბრწყინვალებით ბრწყინავს, თუმცა ფილმი ისეთ ძალადობრივ სცენებს შეიცავს, რომლის ნახვასაც ყველა ვერ შეძლებს. ზოგიერთ ქვეყანაში ფილმი "შეუქცევადი" აკრძალულიც კია.


0
655
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
655