x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კანონიერი ქურდები" - ანა სამოხინას 60 წელი შეუსრულდებოდა
imageსაბჭოთა და რუსული კინოს ლამაზმანს, ანა სამოხინას, რომელსაც 2023 წლის 14 იანვარს 60 წელი შეუსრულდებოდა, დღემდე სიყვარულით და სევდით იხსენებენ. იგი კომეტავით გამოჩნდა საბჭოთა კინოთეატრების ეკრანებზე.


ვარსკვლავის ნათელი ცხოვრება, სავსე იყო ვნებებითა და მოვლენებით, შეხვედრებითა და რომანებით, ბრწყინვალე როლებით, თუმცა უსამართლოდ დასრულდა მისი სიცოცხლე 47 წლის ასაკში, დატოვა შესანიშნავი როლები, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთ როლზე გვექნება საუბარი, რომელმაც "პატარა ვერასავით"ნამდვილი რევოლუცია მოახდინა საბჭოთა იმპერიის არსებობის მიწურულს.


1988 წელს გამოდის საბჭოთა მხატვრული ფილმი„კანონიერი ქურდები“ კრიმინალური დრამა, რომლის რეჟისორია იური კარა და რომელიც გადაიღო ფაზილ ისკანდერის ნაწარმოებების მიხედვით.


ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში ასრულებდა ანა სამოხინა ვალენტინ გაფტთან ერთად.



პრემიერა შედგა 1988 წლის დეკემბერში. ეს იყო სსრკ-ში გადაღებული პირველი ფილმი, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები ორგანიზებული დანაშაულის სამყარო და ფაქტობრივი „კანონიერი ქურდები“ – კრიმინალური ლიდერების უმაღლესი კასტა.


მოქმედება ხდება აფხაზეთში 1980-იანი წლების დასაწყისში. რიტა, გლეხის ქალიშვილი შორეული კავკასიური სოფლიდან, სახლიდან გარბის და უერთდება კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც აკონტროლებს პატარა ზღვისპირა ქალაქს. იგი ხდება ადგილობრივი მაფიის ხელმძღვანელის არტურის საყვარელი (სურათი დაფუძნებულია რეალურ კანონიერ ქურდზე, მეტსახელი ჰადჯარატი (ნამდვილი გვარი ლაკობა ი.ვ). ყველა ადგილობრივი არალეგალური მეწარმე და საბჭოთა ხელისუფლების ორგანოები მის კონტროლს ექვემდებარება.

image

მალე მძიმე დღეები დგება, ბანდის საქმიანობა კგბ-ს ყურადღების ქვეშ ექცევა. არტური იძულებულია რიტასთან ურთიერთობა გაწყვიტოს. ამ დროს ქალაქში ახალგაზრდა არქეოლოგი ანდრეი ჩამოდის, რომელსაც რიტა შეუყვარდება. ისინი ქორწინდებიან, მაგრამ ახალგაზრდებს ბედნიერი ცხოვრება არ უწერიათ.


"ბედის მადლობელი ვარ ამ ფილმში რომ მოვხვდი, მან პოპულარობა მომიტანა. თუმცა, არაფერი მაქვს საერთო ფილმის გმირთან - არც ერთი გამოხედვა, ნაბიჯი. მე ვარ მორწმუნე, ქრისტიანი. მრავალი წლის შემდეგ როცა ამ სურათში ჩემს თავს ვუყურებ და ვფიქრობ – ღმერთო, რა მონსტრია! მაგრამ მე გადავეღეთ ისეთი, როგორიც ვარ, სრულიად უინტერესო იქნებოდა. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, არა ეგზალტირებული, არც განებივრებული, არ მიყვარს დიდი კომპანიები..."
ანა სამოხინა.

image

ფილმი ძალზე კარგად მიიღო საზოგადოებამ, მას უყურა 39, 5 მილიონმა მაყურებელმა - თუმცა დაიწუნეს კინოკრიტიკოსებმა, მიუხედავად ამისა ოდესის კინოფესტივალზე "ოქროს დიუკი" ფილმს მიენიჭა "Three K Award" (კონიუნქტურა, კომერცია, კიჩი).
image

1
516
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
516
  
2023, 14 იანვარი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1