რელიგია ამბავი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სულ პატარა და უმნიშვნელოდან იწყება ყველაფერი, კარგიც და ცუდიც 2023, 12 იანვარი, 17:33 ![]() "მონასტრის ერთი წევრი ერთ-ერთ ძმას განიკითხავდა. ამბობდა, როგორ უღირსად იქცევა ეს ადამიანი. ჩვენი მოძღვარი კი სულ სხვაა, სულიერი და მადლიანია.
რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ადამიანმა მოძღვრის განკითხვაც დაიწყო: ჩვენი მოძღვარი მთლად კარგად არ იქცევა, მისი სულიერებაც საეჭვოა, აბა შეხედეთ ჩვენს ეპისკოპოსს - ის მართლაც სხვაა, ის ღრმა და სულიერია.
კიდევ მცირე პერიოდის შემდეგ ამ ადამიანმა ეპისკოპოსის ლანძღვა და განკითხვაც დაიწყო: წმინდანები როგორი ძლიერები და სულიერები იყვნენ, აი ჩვენს ეპისკოპოსს კი ვერ მოვუწონებ სულიერებასო.
შემდეგ წმინდანები ანგელოზებთან შედარებით დააკნინა და მათ გმობაში ჩავარდა.
ბოლოს ეს ადამიანი ღვთის გმობამდე მივიდა და წავიდა მონასტრიდან.
ასეა ჩვენს ცხოვრებაშიც, სულ პატარა და უმნიშვნელოდან იწყება ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. ზვავიც ხომ თოვლის პატარა ფიფქებისგან შედგება?!ფიფქებისგან, რომლებიც ლამაზი და უსაფრთხოა, მაგრამ როგორი საშიში და დამღუპველი ხდება ამ ფიფქების გაერთიანება ზვავისას."
107 1-ს მოსწონს 1-ს არა
|