რელიგია საუფლო დღესასწაული - ხარება 2022, 7 აპრილი, 14:46 ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. ძველი სტილით ის 25 აპრილს აღნიშნებოდა, ახლა კი 7 აპრილს ვზეიმობთ და ეს თარიღი უძრავია.
ამ დღეს, მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა. ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად.
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებით ემზადება საუფლო დღისთვის, რადგან ღმერთმა, თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ცოდვის ტყვეობაში ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.
გილოცავთ ხარების დღესასწაულს! 84 შეფასება არ არის
|