x
image
თეონა გორდეზიანი
რატომ გახდა დღეს აქტუალური ჯიპიანი მამაოების თემა ? ...
რატომ გახდა დღეს აქტუალური ჯიპიანი მამაოების თემა? ხელოვნურად ხდება თუ

მართლა გადადიან ზღვარს??

ხელოვნურად ხდება, რადგან საპატრიარქო სარგებლობს დიდი პოპულარობით.

ცალკეულ ინსტიტუტებს, რომელთა ინტერესებიც პირდაპირ ეჯახება რელიგიურ


ასპექტებს ხელს უშლის მათი პოპულარობა.

დღეს ალბათ უფრო ბევრმა იცის "ტაბურეტკიანი" მამაო და არა ის მამაო ვინც

საბერძნეთში გმირულად დაიღუპა.


imageმცხეთის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ილია კარტოზია იტალიის ქალაქ ბრში

წმ. ნიკოლოზის საფლავზე მიემგზავრებოდა. მან საფრთხეში ჩავარდნილი ბორანი ბოლომდე არ დატოვა და მგზავრებს დახმარებას უწევდა. მისი კუთვნილი ადგილი

ბავშვიან ქალბატონს დაუთმო,

თვითონ კი ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა.


ძირითადად ხაზგასმა და წინა პლანზე წამოწევა ხდება უარყოფითი მხარეების.

ცალკე საკითხია, რომ ამ უარყოფით მხარეებზე საპატრიარქოს უნდა ჰქონდეს რეაქცია, თუმცა დაპირისპირება იმდენად დიდია ეკლესიასა და ლიბერალიზმს შორის რომ ეს საინფორმაციო ომი არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება.

გავამახვილებ ყურადღებას ვინ რითი უხვევს თვალს საზოგადოებას, უფრო ზუსტია

" რითი აბოლებს" .... ლიბერალისტები - "სიტყვის თავისუფლებით". ხშირად შეხვდებით ინტერნეტ სივრცეში პატრიარქის შეურაწმყოფელ გამონათქვამებს და ამას ამართლებენ სიტყვის და ნების თავისუფლებით. ამ დროს აშკარად ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც რელიგიურად ცხოვრობენ. ერთია როცა პატრიარქს აყენებ შეურაწყოფას და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურად ცხოვრობენ...

ის თუ დასჯადია, როცა სიტყვიერ შეურაწყოფას გაყენებენ, რატომ არაა შეზღუდული ცენზურა რელიგიური აღმსარებლობის მიმართ. ( ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ ქრისტიანობა და მართმადიდებლური ეკლესია).

ცალკე საკითხია თვითონ ეკლესიაში არსებული "შავი ხვრელები". საპატრიარქოს უზარმაზარი ბიუჯეტი, დაწესებული საფასური რელიგიურ რიტუალებზე, ეგ. წ. "კუვში". რაც უნდა იყოს ნებაყოფლობითი შესაწირის სახით და არ უნდა შემოიფარგლებოდეს კონკრეტული ციფრით. (პირადი აზრია უბრალოდ)

გარდა ამისა სხვადასხვა ინტერნეტ პორტალების საშუალებით მოგვისმენია ცალკეული მამაოების ქადაგება... პოლიტიკური მოწოდებების, ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები. თეორიულად ეკლესია და სახელმწიფო გამოყოფილია და ორივე ცალკეული ინსტიტუციაა, თუმცა ჩვენ ხშირად ვხვდებით ფაქტებს, როცა ერთმანეთის სასარგებლოდ კვეთენ კონსტიტუციის ფარგლებს.

პოლიტიკოსები თავიანთი პოპულარიზაციის მიზნით იყენებენ კონკრეტულ საეკლესიო პირებს და ისინიც ლაღად ჩართულები არიან ამ პროცესში. ეს ზოგჯერ პირადი სიმპათიით ან ინტერესებით არის განპირობებული.

ფაქტია, რომ იქნება ეს საერო პირი, საეკლესიო მოღვაწე თუ სახელმწიფო წარმომადგენელი ყველას ავიწყდება რელიგიური კანონები, როცა შეიძლება რომ რელიგიურმა ადამიანმა იცხოვროს ისე, როგორც მართმადიდებელ ქრისტიანს შეეფერება და არავინ შეიჭრას მის სივრცეში, ასევე შეიძლება პირიქით...ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ რელიგიურად არ უნდა ერეოდნენ ჭეშმარიტების საქმეში, არ აქილიკებდნენ ადამიანებს ვისაც სწამს და დგას ჭეშმარიტების გზაზე.

0
546
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0