x
image
მარიამმ პაიჭაძე
გია გაჩეჩილაძე ანდრეი კასიანოვს: „იქნებ, განუმარტოთ საქართველოს საზოგადოებას, რა ხდებოდა და რა ხდება სინამდვილეში!..
გაჩეჩილაძე კასიანოვი


„საქართველოს მწვანეთა პარტია" მივმართავთ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ბატონ ანდრეი კასიანოვს, მის ახალ მოთხოვნასთან, „ბუკის" სარაკეტო კომპლექსების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით!", - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს და განცხადებას ავრცელებს:


„ბატონო რწმუნებულო! თქვენ იცით, რომ უკრაინას რუსეთთან ომში სამხედრო დახმარებას უწევს 32 ქვეყანა, აქედან 24 ევროკავშირის, ხოლო 28 „ნატოს“ წევრია. მხოლოდ 4 ქვეყანაა, რომლებიც არ არიან „ნატოს“ და ევროკავშირის წევრი (ავსტარლია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და იაპონია), თუმცა, ისინიც აშშ-სთან სამხედრო ხელშეკრულებებით არიან დაცული აგრესიისაგან: ავსტრალია - განლაგებულია აშშ-ს სამხედრო ბაზები, შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში და დაცულია ავსტრალია-ახალი ზელანდია- აშშ-ს სამხედრო ალიანსით. ახლი ზელანდია - დაცულია ავსტრალია-ახალი ზელანდია-აშშ-ს სამხედრო ალიანსით; სამხრეთ კორეა - განლაგებულია აშშ-ს სამხედრო ბაზები, დაცულია აშშ-სამხრეთ კორეის თავდაცვის ხელშეკრულებით. იაპონია - განლაგებულია აშშ-ს სამხედრო ბაზები, დაცულია იაპონია-ამერიკის უსაფრთხოების ხელშეკრულებით. ევროკავშირის 4 ქვეყანა საერთოდ არ მონაწილეობს უკრიანის სამხედრო მხადაჭერაში (ირლანდია, უნგრეთი, კვიპროსი და მალტა), აქედან 2 (ირლანდია და უნგრეთი) „ნატოს“ წევრებიც კი არიან! ასე, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც დღეისთვის უკრაინის არმიას ეხმარება, ყველა მძლავრადაა დაცული სამხედრო თვალსაზრისით!


საქართველოში კი, მოგეხსენებათ, რომ (2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ), რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულია არა „ნატოს“ ან აშშ-ს, არამედ რუსული სამხედრო ბაზები, მძიმე შეიარაღებით, სარაკეტო კომპლექსებით და 8000-მდე სამხედროთი, რომლებსაც მიზეზი სჭირდებათ საქართველოს მთლიანი ოკუპაციისთვის!



გამომდინარე აქედან! უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გამუდმებული შეტევა საქართველოზე და ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ხელოვნური დაძაბულობის შექმნის გამუდმებული მცდელობა. ამას ჩვენი საერთო მტერი, რუსეთი რომ აკეთებდეს, გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ თქვენ რატომ ცდილობთ ამას, საქართველოს საზოგადოებისთვის ამოუხსნელ რებუსად რჩება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ამ საშინელ ომში ჩართვის ნებისმიერი მცდელობა, პირდაპირი თუ სხვა გზებით (მაგ. იარაღის მოწოდებით), არ მოხდება. ამას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც უმძიმესი შედეგები მოყვება, რადგან სწორედ ჩვენთან გადის ის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი, რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაგისტრალები, რომლის განადგურება სწორედ რუსეთის ინტერესებშია! შეუძლებელია, თქვენი გამოცდილების მქონე დიპლომატმა ეს არ იცოდეს! და ისიც, რომ მსოფლიოში არსებობენ საქართველოზე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით ძლიერი ქვეყნები, რომლებიც ფრთხილობენ და თავს იკავებენ ამ საომარ კონფლიქტში ჩართვაზე. განა თქვენთვის ცნობილი არაა, რომ როგორც ზევით ავღნიშნეთ, უკრაინისთვის სამხედრო იარაღს ან თანხას მის შესაძენად მხოლოდ „ნატო“-ს წევრი ან მისგან დაცული ქვეყნები გაწვდიან. სულ 4 ქვეყანაა, რომლებიც არ არიან არც ევრიკავშირის და არც „ნატო“ს წევრი და ისინიც აშშ-სთან სამხედრო ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და მათ ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზებია განლაგებული!


თუმცა, ჩვენს ქვეყნებს შორის ხელოვნური დაძაბულობის შექმნის მცდელობები ომის შემდეგ არ დაწყებულა! შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის 30 მაისს პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა, მიხედავად იმისა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ 2014 წელს აღიძრა სისახლის სამართლის საქმე და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა (2015 წ. 30 ივლისი), თუმცა მალევე მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და 2017 წლის ივლისს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. თუმცა, 2019 წელს უკრაინაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ზელენსკის ხელმძღვანელობით, ეს პროცესი ისევ განახლდა და სააკაშვილს აღუდგინეთ უკრაინის მოქალაქეობა და 2020 წლის მაისში დანიშნეთ უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად! მიუხედავად იმისა, რომ მასზე საქართველოში აღძრული იყო რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და თქვენთანაც, უკრაინაში, წაყენებული ჰქონდა ბრალდება (2018 წ. იანვარი) უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთთან! ფარული თანამშრომლობის შესახებ, რომლის გამოც დაკავებული იყო და დეპორტირებულიც პოლონეთში.
იქნებ, განუმარტოთ საქართველოს (არა მარტო) საზოგადოებას, რა ხდებოდა და რა ხდება სინამდვილეში ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობაში და რატომ ცდილობენ ზოგიერთნი ხელოვნურად დაძაბონ ურთიერთობა!


ორივე ქვეყნის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა შეწყდეს ეს გაუგებრობა და დაუბრუნდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატს, რადგან უკრაინის გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა სრულიად ახალ დადებით იმპულსებს შეიძენს!


პატივისცემით, „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ სახელით, პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე", - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.


გაჩეჩილაძე გია


შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების გადაცემა სთხოვა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენების წინააღმდეგია და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ“, - განაცხადა კასიანოვმა.




1
435
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
435
  
2023, 12 იანვარი, 9:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1