x
image
თუთიკო ბერძენა
ერის ჭეშმარიტი სულიერი წინამძღოლი
ბულგარეთის საეკლესიო საჭეთმპყრობელმა მაქსიმემ მთელი თავისი ქონება ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს დაუტოვა.

image

მის ქონებაში აღირიცხებოდა მხოლოდ ის საგნები, რომლებიც საკუთარი ფულით ჰქონდა შეძენილი: ეს იყო წიგნები, ძველი საბეჭდი მანქანა „კონტინენტალი“, რომელიც მან ნაცნობი ადვოკატისგან 1968 წელს შეიძინა და მაჯის საათი „ლუჩი“.


აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილ პატრიარქს არ ჰქონდა რაიმე დანაზოგი, პირადი საბანკო ანგარიშები, პირადი ფასეული ნივთები და უძრავი ქონება.
რაც შეეხება პატრიარქის ხელფასს, 680 ლევის შეადგენდა. (დაახლოებით 340 ევრო), საიდანაც თავისთვის მხოლოდ 100 ლევს იტოვებდა, დანარჩენს სუსტი მხედველობის მქონე ობოლ ბავშვთა სახლს ურიცხავდა..


ამ ბავშვთა სახლს პატრიარქი ყოველთვიურად გადასცემდა ფულს 30 წლის განმავლობაში.



სოფიის მიტროპოლიის მოსამსახურენი ამბობენ, რომ მთელი პატრიარქობის განმავლობაში მაქსიმე ცხოვრობდა სოფიის მიტროპოლიის შენობის პატარა ოთახში, რომლის ავეჯს შეადგენდა: წიგნის თაროები, სკამი მომსვლელებისათვის ტახტი და მუხის საწერი მაგიდა.


მისი სუფრა კი ყოველთვის მოკრძალებული კერძებისაგან შედგებოდა, სადაც ყველაზე დიდი დელიკატესი იყო შემწვარი სკუმბრია.


ამასთან აღსანიშნავია, რომ პატრიარქი გადაადგილდებოდა „მერსედესით“, რომელიც გამოშვებული იყო 21 წლის წინ. აბა, წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩვენთან ორი დღის ნაკურთხი მღვდელიც კი მასზე ბევრად მდიდარია.


ის თვითონ არ გარბოდა ყოველ "დაცხვიკებაზე" გერმანიაში ამალით და მრევლს კი ეუბნება უფალი გადაგარჩენთო, მომაკვდავებს სამკურნალოდ გაშვების და დახმარების მაგივრად, ილოცეთ და წამოხტებით ჯანმრთელებიო, უფალს მიენდეთ, სიკვდილის არ შეგეშინდეთო. ის პირად მაგალითს აძლევდა მრევლს.


0
115
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0