x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ გამოიყენეს ქართველებმა ღორების კოლტი, ურჯულო მტრის დასაბნევად...

image

მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ყოველი დღე, ყოველი საათი მტერს გამარჯვებასთან აახლოებს. საკვებიც გამოილია და ხსნაც არსაიდან ჩანს. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ. მაგრამ როგორ გინდა გაარღვიო ალყა - მტერი ხომ შენზე ათჯერ მეტია და უკეთ შეიარაღებული!
უცბად ჩოჩქოლი ატყდა: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავგადადდებულ რაზმში ერთს აზრად მოსვლია, მოდი, ღორები დავსეროთ და მტერზე მივუშვათო. "ეგრე ვქმნათ, ეგრეო", - სიხარულით აიტაცეს სხვებმაც. ჯერ ღორების ჭყვიტინმა გააყრუა იქაურობა, მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისაგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა.
სპარსელები ერთხანს გაკვირვებულები უცქერდნენ ამ სანახაობას, მერე კი გონს მოვიდნენ და მიხვდნენ: პირუტყვი მათ "დასალაშქრად" მიექანებოდა და თან ირგვლივ ყველაფერს "უწმინდური" სისხლით ბილწავდა. "ოო, წყეული გიაურები, ეს რა მოიფიქრესო!" - ყვირილით გაიფანტნენ ურჯულოები. ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველების რაზმი მოჰყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ.
ღვთის მადლით, იმ დღეს ყველა გადარჩა - დიდიც და პატარაც.
მას შემდეგ ყოველ წელიწადს, შობა დღეს (იმ დღეს, როცა ეს სასწაული მოხდა) იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთი კვირა გრძელდება. საიდან არ მოდის ხალხი! მაგრამ მთავარი ის არის, რომ ტაძარში შესაწირად ღორები მოჰყავთ. თუმცა ღორის შეწირვა რა გასაკვირია, - აკი "უფლისაა ქვეყანა და სავსება მისი".
სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი
არსებობს კიდევ ლეგენდის ასეთი ასეთი ვერსია, რომ ქართველებს შეუტყვიათ თავდასხმის შესახებ და დაუწყიათ მზადება.ამ დროს ნეკრესის მონასტერში იყო მღვდელი აბიბოს ნეკრესელი და მას აზრად მოუვიდა ასეთი რამ:ციხესიმაგრეში რამოდენიმე დღით ადრე ღორები შეყარა და აშიმშილა.მშიერი ღორი კი მოგეხსენებათ....ამ დროს ტერიტორიიდან ხალხი გახიზნული იყო.როდესაც შემოსევა დაიწყო წმინდა აბიბოს ნეკრესელმა ციხის კარები გააღო.მშიერმა ღორებმა მღვდელიც შეჭამეს და თავდამსხმელებიც.ასე გადარჩა დიდიც და პატარაც.მონასტერს დაარქვეს აბიბოს ნეკრესელის სახელი და ამის შემდეგ დაიწყეს ღორის დაკვლაც. შეგეწიოთ წმინდა ნეკრესის მადლი.
სტატიის ავტორი -თეიმურაზ მჭედლიშვილი
ნეკრესში არის ყველა მართმადიდებლური ეკლესიისგან გამოჩეული წესი, ამ ეკლესიაში მხოლოდ, საქართველოში, ღორების დაკვლა. ლეგენდა ასეთი შინაარსის არის, რომ ერთხელაც ნეკრესის ციხეს ლეკები შემოესივნენ და ალყა შემოარტყეს, ძალიან რომ გაუჭირდათ ქართველებს, ერთი ეშმაკური ხერხი იხმარეს.რაც ციხეში ღორები ჰყავდათ ყველა დაკლეს, მათი სისხლი გადმოასხეს, ხოლო ხორცი კი გადმოყარეს ციხიდან, როგორც მოგეხსენებათ მუსულმანები ღორს არ ეკარებიან, ციხის გარშემო კი ყველგან ღორის ხორცი და სისხლი ესხა. მოხსნეს ალყა და გაბრუნდნენ უკან.ასე გადარჩა ის ციხე მონასტერი აოხრებას.მას შემდეგ ყოველ 7 ნოემბერს ნეკრესობა იმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორია ასეთი ქრისტიანული სალოცავი.
image
0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0