x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დამპალი ხორცის" სუნი ასდის - აყვავდა ყველაზე მყრალი ყვავილი მსოფლიოში,ათასობით ადამიანი მის სანახავად რიგში დგას
image

ავსტრალიაში, ადელაიდის ბოტანიკურ ბაღში - ვიზიტორთა რიგებია. მიზეზი კი „გვამის ყვავილის“ აყვავება გახდა, რომელსაც მეცნიერულად „ტიტანურ ამორფოფალუსს“ უწოდებენ.(

ლათ. Amorphophallus titanum)




ათასობით რიგში მდგარი დამთვალიერებელი ჯაჯგურით შედის ბაღში, რადგან მათ მხოლოდ რამდენიმე დღე აქვთ „დატკბნენ“ უნიკალური ფენომენით - ამორფოფალუსის ყვავილობით, რომელიც დამპალი ხორცის სურნელს აფრქვევს. თუ ახლა არ გაქვთ დრო, რომ „შეეხოთ მშვენიერ ყვავილს“, მაშინ მოგიწევთ ლოდინი კიდევ 7-10 წელიწადს მაინც, სანამ გიგანტი გახსნის თავის „კვირტს“ და კიდევ ერთხელ გაახარებს სტუმრებს "არომატით".



თავად მცენარე მართლაც წააგავს უზარმაზარ ყვავილს, შუაში ხმალივით ბუტკოთი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. მიწის ქვეშ გიგანტი ყავილი დიდი ბოლქვით იკვებება, რომელიც ზოგჯერ 100 კილოგრამზე მეტს იწონის. ბუნების ასეთი სასწაულის გაშენება ძალიან რთულია, რადგან დარგვის მომენტიდან ყვავილობამდე დაახლოებით 10 წელი გადის.


image

დამპალი ხორცის არომატი ან მცენარის გვამური სუნი შემთხვევითი არ არის, მას იმისთვის სჭირდება, რომ მიიზიდოს მწერები, რომლებიც იკვებებიან ლეშით, მაგალითად, ბუზები ან ხოჭოები, რომლებმაც უნდა დამტვერონ ამორფოფალუსი და დაეხმარონ მას გამრავლებაში. უძლიერეს სუნს მცენარე „კვირტის“ გახსნიდან პირველ დღეს გამოყოფს, შემდეგ კი თანდათან „ქრება“.


ყვავილობა 2 კვირის მანძილზე გრძელდება. ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 წელი არის. მაგრამ, ამ ხნის მანძილზე, ის მხოლოდ 4/5 ჯერ ყვავდება. დასვენების პერიოდში ის საჭირო ნივთიერების და ენერგიის მარაგს იკეთებს, რომ როდესაც დრო მოვა, კიდევ ერთხელ გაყვავდეს და თავისი სილამაზით ყველას თავი მოაწონის.



თუმცა, უსიამოვნო არომატის გარდა, ბოტანიკური ბაღის ბევრი სტუმარი აღნიშნავს ყვავილის მშვენიერ იერს, რომელიც, როგორც წესი, ჩვეულებრივ დროს შეუმჩნეველია. ზოგიერთ მაყურებელს თავიდან არც კი სჯერა, რომ ეს "ეს კონსტრუქცია" ნამდვილია, მათ ხელით ნაკეთი მოდელი ჰქონიათ


ბუნებაში, amorphophallus titanic ითვლება გადაშენების პირას მყოფ სახეობად, რადგან, ბიოლოგების აზრით, კუნძულ სუმატრაზე, ბუნებრივ პირობებში მხოლოდ ათასზე მეტი ნიმუში რჩება.


ბოტანიკურ ბაღებში "გვამის ყვავილი" ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული, თუმცა ბოლო დროს ის სულ უფრო ხშირად ხდება დიდ ორენჟერიებში..

1
251
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
251
  
2023, 11 იანვარი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1