x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერება ამტკიცებს: შეუხედავი ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი… ლამაზები არიან
როგორც Scandinavian Journal of Psychology-ს კვლევამ აჩვენა, შეუხედავ ადამიანებს ჰგონიათ, რომ იმაზე ლამაზები არიან, ვიდრე ეს სინამდვილეშია.


ამასთანავე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ასევე ისიც, რომ მიმზიდველი ადამიანები ხშირად დაბალი წარმოდგენისანი არიან საკუთარ გარეგნობაზე და ფიქრობენ, რომ შეუხედავები არიან.


“მთლიანობაში კვლევის შეუხედავი მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ ისინი საშუალოდ მიმზიდველები იყვნენ და დიდად არ ღელავდნენ იმაზე, რომ ირგვლივმყოფები მათ აზრს არ იზიარებდნენ, ხოლო მიმზიდველი ადამიანები კრიტიკულად აფასებდნენ საკუთარ გარეგნობას. ჩანს შეუხედავ ადამიანებს საკუთარი გარეგნობის ილუზორული აღქმა გააჩნიათ, ეს კი იმ დროს, როცა მომხიბლავი ადამიანები მეტ რეალიზმს ინარჩუნებენ, ” - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ტობიას გრეტემაიერმა.


მკვლევარები დანამდვილებით ვერ მიხვდნენ, თუ რატომ მიაჩნიათ შეუხედავ ადამიანებს საკუთარი თავები ლამაზებად. ამიტომ დაკმაყოფილდნენ მოსაზრებით, რომ ისინი ვერ ხვდებიან, თუ რამდენად შეუხედავები არიან სინამადვილეში.



მაგრამ აქვე სამართლიანობისთვის ისიც აუცილებლად ისიც უნდა ითქვას, რომ მეცნიერები არ არიან ყოველთვის ავტორიტეტები სილამაზის აღქმის საკითხში. სილამაზის სტანდარტიზება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, თუ რას ამტკიცებენ მეცნიერები. მსოფლიოში უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როცა არც ისე მიმზიდველი ადამიანები ყველაზე სასურველები, ეპოქის სექს-სიმბოლოები და მილიონების კერპები გამხდარან მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენა გააჩნდათ, და ეს მაშინ, როცა უამრავ ულამაზეს ადამიანს ზედაც არავინ უყურებს. ასე რომ, გვაქვს უფლება, სკეპტიკურად მოვეკიდოთ იმას, რასაც მეცნიერები საუბრობენ და გვახსოვდეს, რომ თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა ამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია.


მახინჯი

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0