x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
აღმოსავლური ჰარემის რეალური სახე

«ჰარემი» – არაბული სიტყვაა და «აკრძალულს» ნიშნავს. ის სასახლეში, სპეციალურად ქალებისთვის გამოყოფილი ადგილი იყო, სადაც შესვლის უფლება უცხო მამაკაცს არ ჰქონდა. გამონაკლის მხოლოდ საჭურისები წარმოადგენდნენ, რომლებიც სხვა ფუნქციებთან ერთად, ჰარემის მცველებიც იყვნენ.


image


ბევრისთვის ჰარამი უბედურ ქალთა მონობასთან ასოცირდება, რომლებიც ჩაკეტილები იყვნენ სასახლის მაღალ კედლებში და იძულებულები იყვნენ სულთანი ყველანაირად ესიამოვნებინათ. მაგრამ, საქმე ასე არ იყო. სინამდვილეში, ისტორიული ქრონიკები სულ სხვა რამეს მოწმობენ. რა თქმა უნდა, იქ გარკვეული იერარქია, მზაკვრობა და ინტრიგები არსებობდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იყო პერიოდი, როდესაც გასათხოვარი გოგონები ჰარამში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, თავდაპირველად, იქ ხარჭებად, აღმოსავლეთის თავადების ქალიშვილები იყვნენ. თავადები თავადვე ყიდდნენ შვილებს, იმ იმედით, რომ ოდესღაც, ისინი სულთნის ცოლები გახდებოდნენ. ჰარემი თავისი წესებით ცხოვრობდა და ის კარდინალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ჩვენთვის რომანებიდან და კინოფილმებიდან არის ცნობილი.


ჰარემში სწავლობდნენ


ჰარემებში არსებული მუდმივად საზეიმო განწყობა — მითია. უცხო თვალისთვის, ის სასწავლო ცენტრს უფრო ჰგავდა, სადაც გამუდმებით რაღაცას ასწავლიდნენ: წერა-კითხვას, ღვთისმეტყველებას, ეტიკეტს, სხვადასხვა სახის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას და ცეკვას. ქალებს ასწავლიდნენ მეტყველების კულტურას და საუბარში აყოლიების წესებს — მჭევრმეტყველება სულთნის ცოლისთვის და მხევლისთვის, მეტად მნიშვნელოვან თვისებად ითვლებოდა. ჰარემში ერთ-ერთი საგანი, მამაკაცის მოხიბვლის ხელოვნება და მასში სიამოვნების გრძნობის გამოწვევა იყო.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჰარემის მკვიდრებს მრავალმხრივ და ხარისხიან განათლებას აძლევდნენ... სულთნის ცოლების წერილების ანალიზით ირკვევა, რომ ისინი, თავისი დროის, მეტად განათლებული ქალბატონები იყვნენ და ზოგიერთი მათგანი, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციას და ფონდს ხელმძღვანელობდა. ხოლო, ზოგი, მეჩეთის და მედრესეს მშენებლობის წინამძღოლიც კი იყო.


ჰარემში გოგონა, შეიძლება, საკუთარი ან მშობლების სურვილით მოხვედრილიყო


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰარემში, ყველა მკვიდრი, სხვა ქვეყნებში, საომარი კამპანიებიდან წამოყვანილი ტყვე არ ყოფილა. იქ ლამაზი გოგონა, როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ოჯახიდან, შეიძლება, მშობლების ნებითაც მოხვედრილიყო. ისინი შვილს, უბრალოდ, ჰყიდიდნენ და საბუთებზე ხელისმოწერით ადასტურებდნენ, რომ მასზე უარს სამუდამოდ ამბობდნენ.


სულთანთან ვნების ღამე, შეიძლება, არც ყოფილიყო


მხევლების უმრავლესობა ჰარემში მთელს ცხოვრებას ატარებდა. მაგრამ, ზოგიერთ მათგანს, ვნების ღამე კი არა, სულთანი ახლოდანაც არ ჰყავდა ნანახი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჰარემში მეტისმეტად ბევრი ქალი იყო, ხოლო სულთანს თავისი რჩეული (რჩეულები) ჰყავდა, ან საერთოდ, ცოლის (ცოლების) ერთგული რჩებოდა და ჰარემით საერთოდ არ ინტერესდებოდა.


დისციპლინა ჰარემში


ჰარემი ადგილი იყო, სადაც თავისი იერარქია და მკაცრი დისციპლინა სუფევდა. ყველა მხევალი ანაზღაურებას იღებდა, მაგრამ თუ დანაშაულს ჩაიდენდა, — ისჯებოდა კიდეც. განაწილებული იყო ქალებს შორის მოვალეობებიც: იყვნენ მარნის გასაღების მფლობელები, სულთნის დიდი ბეჭდის მცველები... და ხაზინაც კი, მათ ებარათ.

ცნობილია, რომ მე-18 საუკუნეში, ჰარემის ქალებს შორის, 320 საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო გადანაწილებული. ხოლო, სულთნის ფავორიტად, მხოლოდ 15 მხევალი ითვლებოდა — დანარჩენები, სასახლის კარზე მუშაობდნენ.


სულთნის ვალდებულება


შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სულთანს, რომელსაც საკუთარ იმპერიაში, მსოფლიოს მბრძანებლად მოიხსენიებდნენ, ცოლებისადმი გარკვეული ვალდებულება გააჩნდა — მთელი კვირის მანძილზე, მას შეეძლო, რაც უნდა ის ეკეთებინა... მაგრამ, შაბათის ღამე ერთ-ერთ ცოლთან უნდა გაეტარებინა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მბრძანებელი 3 ღამეს ზედიზედ «ჩააგდებდა», ცოლებს შეეძლოთ, მამაკაცის მოვალეობის უგულებელყოფის გამო, მისთვის სასამართლოში ეჩივლათ.

სულთანს ასობით მხევლის გარდა, 4-დან - 8-მდე ცოლი ჰყავდა და გაუგებრობას ადგილი რომ არ ჰქონოდა, ერთ-ერთი, ყველაზე პასუხისმგებლობიანი მხევალი ჟურნალს აწარმოებდა, რომელშიც მონარქის, ცოლებთან პაემნების ზუსტი აღრიცხვა ხდებოდა.


ჰარემი სახელმწიფო დაწესებულებად იყო


სულთნის ჰარემი, მართალია, ოფიციალურად არა, მაგრამ მაინც სახელმწიფო ორგანო იყო. არაერთი შემთხვევა ცნობილი, როდესაც მისი მკვიდრები, სახელმწიფოს როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში ერეოდნენ და საკუთარ მბრძანებელს რჩევებსაც კი აძლევდნენს. მაგ., ცნობილია, რომ 1550 - 1656 წლებში, უამრავი ისტორიული გადაწყვეტილება იმპერიაში, სწორედ სულთნის ცოლების მიერ იყო მიღებული.


სილამაზის სტანდარტები ჰარემში


როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ... და რა თქმა უნდა, სულთნის ცვლილებასთან ერთად, ჰარემში ქალების ტიპაჟიც იცვლებოდა. საკუთარი გემოვნების და სილამაზეზე მისეული ხედვის მიხედვით, მბრძანებელი თავადვე აწესებდა სტანდარტებს... და უნდა ითქვას, რომ ხან მეტად უცნაურსაც კი.

მაგ., ოსმალეთის იმპერიის სულთანი იბრაჰიმი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 1640-1648 წწ. იყო, უპირატესობას ფუმფულა ქალბატონებს ანიჭებდა. ამიტომ, მისთვის, ქვეყნის მასშტაბით, «ფერ-ხორციან» ქალებს ეძებდნენ. ხოლო, «კონდენციამდე» ის უკვე ჰარემში მიჰყავდათ: მას ტკბილეულს აჭმევდნენ და მოძრაობაში ზღუდავდნენ.

ჰარემის «დიეტოლოგების» ძალისხმევით, სულთნის მხევლების წონა 114-დან - 220-მდე კგ-ს ფარგლებში მერყეობდა. ხოლო, სულთნის ფავორიტი, რომელსაც მეტსახელად შეკერ პარას («ტკბილი, როგორც შაქარი») ეძახდნენ, 230 კგ. იყო.


ჰარემის დატოვება შეიძლებოდა


თუ 9 წლის მანძილზე, მხევალი სულთნის ყურადღებას ვერ მიიპყრობდა, მას სრული უფლება ჰქონდა, ზემდგომი ორგანოსთვის თხოვნით მიემართა და განცხადების საფუძველზე, ჰარემი დაეტოვებინა. სულთანი ასეთ ქალბატონს, კარგ კომპენსაციას უხდიდა: ძვირად ღირებულ საჩუქრებს, ფულს, სახლს და თავისუფლების დამადასტურებელ საბუთს აძლევდა.

გარდა ამისა, სულთანი, თავისი «ყოფილების» პირად ცხოვრებაზეც ზრუნავდა. მმართველის ბრძანებით, ქალისთვის ღირსეული მეუღლე უნდა შეერჩიათ და ქორწილი სახელმწიფო ხარჯით უნდა გადაეხადათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩვენთვის ნაცნობი... განსხვავებული რაკურსით (20 ფოტო)

* ცხოვრების გაკვეთილები

* საოცარი დამთხვევები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სინამდვილეში იყო

* აკაკორის ქრონიკა – ჩვენი პლანეტის უძველესი ისტორია

* რეპორტაჟული ფოტოები, რომლებიც ისტორიაში შევიდა

* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა

* 4 რაბინის დაპირისპირება (სამი – ორის წინააღმდეგ)

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



2
833
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
833
  
2023, 11 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2