x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შემომითვალა "ვიცით შენი ძმა სად მუშაობსო..."- დაპირისპირება იდა ბახტურიძესა და ნოდარ მელაძეს შორის

image


არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები საერთო მომავლისთვის" თანადირექტორი იდა ბახტურიძე ტვ "პირველი"-ს ახალი ამბების მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის, ლიზა ქისტაურის გარდაცვლების ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ტელეწამყვანს "მთელი მედია სექტორის უდიდესს სირცხვილს უწოდებს:


"ნოდარ მელაძის ნიშნის მოგების პოსტი საერთოდ რა დონის ბოროტებაა, ვერც აღვწერ და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი, საერთოდ თავზარდამცემი. ღმერთმა დაიფაროს და ფეხი რომ გადაგვიბრუნდეს, ეს კაცი ნეკროლოგს გამოაცხობს. ემიგრანტ დედაჩემს ჩემზე ადრე მოკლავს იქ და მერე სიკვდილი რომ დადასტურდეს, მოვა და მე მომკლავს. აი, ამის გამკეთებელიცაა, უკვე ვრწმუნდები. და მთელი მედია სექტორის უდიდესი სირცხვილია ეს კაცი, ყველას შეურაცხგყოფთ და თქვენ დუმხართ. ტეხავს.


ერთხელ ნოდარ მელაძემ შემომითვალა "ვიცით შენი ძმა სად მუშაობსო". ჰოდა, ხვალ ჩემს ძმაზე რომ ლეგენდა მოისმინოთ, არც ეგ გაიკვირვოთ. მისი მორალი ყველაფრის მქმნელია"- ვკითხულობთ იდა ბახტურიძის ფეისბუქპოსტში.


უფლებადამცველის ზემოაღნიშნული პოსტი კი ნოდარ მელაძის სწორედ ამ სტატუსს მოჰყვა:


"რა სიტყვებით აღარ ილანძღებოდნენ, “კოლეგები” და “უფლებადამცველები”, იცოდნენ რომ რაც რამდენიმე მედიამ, მათ შორის ტვ პირველმა მოყვა ეთერში, იყო სიმართლე, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე კი ოფიციალური დადასტურება ვერ იქნებოდა. ამის მიუხედავად რა აღარ წერეს, არც ერთ სამთავრობო არხს არ უკადრია ის, რაც მათ იკადრეს."- დაწერა "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
624
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
624