x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
(ვიდეო) ყინული უდაბნოში - ნასა-მ აჩვენა, როგორ გამოიყურება ნამდვილი ზამთარი მარსზე
image
ზამთარი წითელ პლანეტაზე, რა თქმა უნდა, განსხვავდება დედამიწისგან, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია.



ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ვიდეო, რომელშიც აჩვენეს მარსის ზამთრის თავისებურებები, წერს Space.



მარსი უდაბნოა და ცივი პლანეტა. ზამთარში ტემპერატურა უკიდურესად დაბალია. მიუხედავად ამისა, ამ პლანეტის უცხო ზამთრის პეიზაჟები შთამბეჭდავია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ნასას კოსმოსურმა ხომალდებმა მარსის ზედაპირზე საკმაოდ უცნაური მახასიათებლის აღმოჩენა შეძლო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ყინულს ეხება.



ნასა ახლა სრულად არის დაკავებული მთვარის პროგრამა Artemis-ის შემდეგი ეტაპის მომზადებით. ვარაუდობენ, რომ მთვარეზე ფორპოსტის შექმნის შემდეგ, კაცობრიობა შეძლებს მარსზე დაშვებაზე ფიქრს. ამიტომ, ნასასთვის ამ პლანეტის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.




image


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მეცნიერებმა გააკეთეს, არის მარსზე წყლის ყინულის აღმოჩენა, რომელიც წითელ პლანეტაზე პირველ ასტრონავტებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. მარსზე არა მხოლოდ ყინული, არამედ, აქ თოვლი და ყინვაც არსებობს. კერძოდ, ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მეცნიერებმა ახალ ვიდეოში ამ და პლანეტის სხვა მახასიათებლებზე ისაუბრეს.



"მარსზე ზოგიერთ ადგილას შეგიძლიათ იპოვოთ წყლის ყინული, ისეთი, როგორც დედამიწაზეა. ის მდებარეობს ზედაპირის ქვემოთ და ეს ჩვენი კოსმოსური ხომალდის წყალობით ვნახეთ. ეს წყლის ყინული სასარგებლო იქნება მარსის მომავალი მკვლევარებისთვის, როდესაც ჩვენ იქ გავფრინდებით."- ამბობს სილვენ პიკე ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიიდან.



მშრალი ყინული ასევე არსებობს მარსზე, რომელიც ნახშირორჟანგის (CO2) მყარი ფორმაა ამბობენ მეცნიერები. წყლის ყინულის მსგავსად დნობის ნაცვლად, CO2 ყინული სუბლიმირებულია (ნივთიერების გადატანა მყარი მდგომარეობიდან აირისებურ მდგომარეობაში, თხევადი ფაზის გვერდის ავლით). როდესაც ის გადადის მყარიდან აირისებურ მდგომარეობაში, ის ქმნის მარსის უნიკალურ პეიზაჟებს.



"მარსზე შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი: ზედაპირზე არის ობობების მსგავსი წარმონაქმნები, გეიზერები და ბევრი უნიკალური ფორმირება." - ამბობს პიკე.


image


დედამიწის მსგავსად, მარსზე მოდის ზამთრის ნალექები, ამბობს პიკე, მაგრამ აქ თოვს წყლის ყინულის კრისტალების სახით. მარსზე კი შეგიძლიათ იპოვოთ ყინვა, რომელიც ფარავს ზოგიერთ ზედაპირს. ყინვის პირველი სურათები 1970-იან წლებში გადაიღეს კოსმოსურმა ხომალდმა, ხოლო, ახლახან ამ ყინვას აკვირდებოდა ორბიტალური აპარატი Mars Reconnaissance Orbiter-ი.



მარსზე ყინული შედგება ნახშირორჟანგისაგან, რაც დედამიწაზე შეუძლებელია. იქ ძალიან ცივა, ტემპერატურის დონე შეიძლება დაეცეს -120 გრადუს ცელსიუსამდე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარსზე არასდროს მოდის ზედმეტი თოვლი, ნალექებმა შეიძლება დაფაროს ძალიან ბრტყელი ზედაპირი ყინულის ფენით მხოლოდ 50-60 სმ სიმაღლეზე.“- ამბობს პიკე.




1
377
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
377
  
2023, 7 იანვარი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1