სხვა ამერიკაში ქურდებმა პოლიციელებს მოპარული ნივთების გატანაში დახმარება სთხოვეს 2023, 6 იანვარი, 17:07 კურიოზული ამბავი მოხდა პატარა ამერიკულ ქალაქ პოინსიანაში, შტატი ფლორიდა. ქალმა დარეკა პოლიციაში და თქვა, რომ სასწრაფოდ დახმარება სჭირდებოდა. გამოძახებაზე მისულ პოლიციელებს კარი არავინ გაუღო და ამიტომ ბინაში შესვლა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმყოფებოდა წყვილი, რომლებიც, როგორც ჩანს, გაძარცვეს ბინა და შეფუთული ნივთების გატანას აპირებდნენ. მონაცემთა ბაზის შემოწმების შემდეგ მამაკაცის იდენტიფიცირება მოხდა - წინა დღით მან წვრილმანი ქურდობა ჩაიდინა ქალაქის სუპერმარკეტში და ეს ყველაფერი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როდესაც პოლიციელმა წყვილს 911-ში დარეკვის მიზეზი ჰკითხა, ქალმა აუხსნა, რომ მას და მის პარტნიორს დახმარება სჭირდებოდათ ბინიდან მოპარული ნივთების გატანაში. მას ასევე სურდა, რომ ოფიცრებს ისინი აეროპორტში დაეტოვებინათ, რადგან ისინი აპირებდნენ რამდენიმე დღე ნიუ-იორკში დასვენებას. „პოლიცია ნამდვილად დაეხმარა მათ ნივთების გატანაში და მართლაც წაიყვანა ისინი, მაგრამ არა აეროპორტში, არამედ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილება მათთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე ნიუ-იორკში", -განაცხადა შერიფმა. ეჭვმიტანილ მამაკაცს, მარტინ გონსალეს -გარსიას ბრალი წაუყენეს ბინის გატეხვაში ქურდობაში, ასევე მაღაზიის ძარცვაში. შერიფის ოფისის ცნობით, ეჭვმიტანილ ქალს ბრალი წაუყენეს მხოლოდ ბინის ქურდობაში, წერს გამოცემა News.Yahoo.com. 280 2-ს მოსწონს
|