ფოტოგრაფია საინტერესო საარქივო ფოტოები და იშვიათი კადრები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ 2023, 6 იანვარი, 13:06
წარსული კვლავაც განაგრძობს ცხოვრებას ადამიანების, ძველი ნივთებისა და საარქივო ფოტოების მეხსიერებაში. დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ეს ატმოსფერული, რარიტეტული კადრებიც შესაძლებლობას გაძლევთ ეზიაროთ ისტორიის ყველაზე საინტერესო მომენტებს და გარდასული დღეების საოცარი დიდებულებითაც დატკბეთ.
ფეხბურთის ლეგენდები
არა, ეს მამაკაცი კი არ გახლავთ პატარა - ის, სტანდარტული 178 სმ-ის სიმაღლის არის, უბრალოდ ძაღლია გიგანტური: პლაჟის ფოტოზე მუნჯი კინოს კომიკოსი ჰაროლდ ლოიდი გერმანულ დოგთან ერთად, მართალია ძაღლის სახელი არავის ახსოვს, თუმცა მისი სქესი და სიმაღლე აშკარაა: ის უდაოდ მამალია და ასე, უკანა ფეხებზე შემდგარი, ორ მეტრს სცდება...
სან-ფრანცისკოში წარმოდგენილი მსოფლიოში პირველი ბანკომატი, კალიფორნია, 1966 წლის 25 ოქტომბერი
პლაკატი ფილმისთვის "ჟანდარმი სენ-ტროპედან", 1964 წელი, საფრანგეთი
ბუნკერის კარი კონგრესმენებისთვის ბირთვული ომის შემთხვევაში, დასავლეთ ვირჯინია, აშშ, 60-იანი წლები
აშშ-ს არმიის ჯარისკაცები ფორტ - ბენინგის ბაზიდან ფენიქს სიტის მაღაზიაში სათამაშო ავტომატთან, ალაბამა, 1941 წლის მაისი
ელვის პრესლი ოჯახურ გარემოში; 1956 წლის მაისი, ელვისი დედასთან გლედისთან ერთად სახლში (მემფისი, ტენესი), 1956 წლის მაისი
"ერთხელ, ინგლისელი მწერალი არტურ კონან დოილი, რომელიც განათლებით ექიმი გახლდათ პარიზში ჩავიდა. სადგურზე მას ტაქსის მძღოლი მიუახლოვდა, მდუმარედ აიღო მისი ჩემოდანი, ჩადო საბარგულში და საჭესთან დაჯდომისთანავე ჰკითხა:
- მაშ, სად წაგიყვანოთ, ბატონო კონან დოილ?
- საიდან მიცნობთ? - სასიამოვნოდ გაოცდა მწერალი.
- პირველად გხედავთ, - აღიარა მძღოლმა.
- აბა, საიდან გაიგეთ ვინ ვარ?
თქვენ მიერ აღწერილი დედუქციური მეთოდით ვისარგებლე, - ამაყად უპასუხა ტაქსის მძღოლმა. პირველ რიგში, გაზეთებში წავიკითხე, რომ არტურ კონან დოილი უკვე ორი კვირაა ჩვენთან, საფრანგეთის რივიერაზე დასასვენელად იმყოფება, მეორე რიგში, შევნიშნე რომ მატარებელი, რომლითაც ჩამოხვედით, მარსელიდან იყო, შემდეგ შევნიშნე რომ რუჯი გაქვთ, რომლის მიღება მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მინიმუმ ათი დღის განმავლობაშია შესაძლებელი, არც ის გამომპარვია რომ მარჯვენა ხელის შუა თითზე წარუშლელი მელნის ლაქა გაქვთ, სწორედ აქედან დავასკვენი რომ მწერალი ხართ, ხოლო თუ თქვენი თავდაჭერილობიდან ვიმსჯელებთ წესით ექიმი უნდა ბრძანდებოდეთ, თქვენი კოსტიუმის ფასონი კი ლონდონურია. ამრიგად, ყველა დაკვირვების ერთად თავმოყრის შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარი: აგერ, კონან დოილი - დიდებული დეტექტივის "შერლოკ ჰოლმსის" ცნობილი შემქმნელი! ტაქსის მძღოლის განმარტების გაგონებაზე მწერალი შოკში ჩავარდა.
- და თქვენ თავად ხართ შერლოკ ჰოლმსი! აღფრთოვანებულმა წამოიძახა მან, - ასეთი უმნიშვნელო დეტალებიდან ასეთი დასკვნის გამოტანა რომ შეძელით!
- მაგრამ მე კიდევ ერთი პატარა დეტალიც შევნიშნე.
- რომელი?
- თქვენს ჩემოდანზე დამაგრებული ეტიკეტი, რომელზეც თქვენი სახელი და გვარი დიდი ასოებით არის ამოტვიფრული!.."
ბორტგამცილებელი მგზავრს ჭიქა ვისკის სთავაზობს და Qantas 747-ით ბედნიერ ფრენას უსურვებს, 1983 წელი
ცხენბურთის თამაში გადარჩენაზე
სტომატოლოგიის ყოველდღიურობა, 1850-60-იანი წლები
"PAUL PICOT"-ის საათის რეკლამა, 1990 წელი
ხრუშჩოვი და კასტრო საქართველოში, 1963 წელი
ჯეკ ნიკოლსონი და რომან პოლანსკი, 1975 წელი, შვეიცარიის ალპები
კინოთეატრი სან - ფრანცისკოში, 1948 წელი, აშშ... სურათის შუაში - დაგვიანებულს ხედავთ
ცნობილი ამერიკელი მძარცველების, ბონის და კლაიდის ავტომობილი Ford V8, სწორედ ამ მანქანით იყო წყვილი, როდესაც 1934 წლის 23 მაისს მათ სამართალდამცველებმა ჩასაფრება მოუწყეს, მანქანა კი დაცხრილეს
|