სხვა რეპორტაჟული ფოტოები, რომლებიც ისტორიაში შევიდა 2023, 8 იანვარი, 15:27 აქ რეპორტაჟული ფოტოების უნიკალურ ნაკრებს გთავაზობთ, რომლების საჭირო ადგილზე და მომენტში იყო გადაღებული. წარმოდგენილმა ნამუშევრებმა, Siena International Photo Awards–ის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე, საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ადამიანი–ჩირაღდანი (Abdelkafi Zakaria–ს ფოტო) 2017 წლის 1 მაისს მოვლენები პარიზში. პროფკავშირების ტრადიციული ღონისძიების დროს, დაპირისპირება მოხდა ქუჩაში გამოსულ ხალხსა და პოლიციას შორის. ბრძოლის მსხვერპლი (K Asad) ფოტოზე — ასმათ არაა, რომელიც მიანმარიში 2017 წლის 6 სექტემბერს მომხდარ ძალადობას გამოექცა. წინა ღამეს ის ლტოლვილების ბანაკში, ოჯახთან ერთად მივიდა. გაეროს მონაცემებით, 2017 წ. მიანმიდან ბანგლადეშში 646 ათასზე მეტი ლტოლვილი გაიქცა. ლაფსი დიდ ქვაბში (Jianhui Liao) ხებეის პროვინციაში (ჩინეთი) ყოველწლიურად Wu Mei Niang–ის (ჩინეთის დედოფალი) დაბადების დღეს ზეიმობენ, რომელიც ცინის დინასტიას ეძღვნება. პატარა ნენეცი, თავის მეგობართან ერთად (Sergey Anisimov) XXI საუკუნის მიუხედავად, ჩრდილოეთის მაცხოვრებლები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ტრადიციულ კულტურას, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის, მჭიდრო ურთიერთობაში აისახება. სადარაჯოზე (Riksa Dewantara) ბრომოს მთაზე (კ. იავა) ვულკანის ამოფრქვევამ და ხმაურმა ცხენი დააფრთხო და ყალყზე დააყენა. საზღვრის კვეთა (M Yousuf Tushar) ლტოლვილი როჰინჯების ოჯახი მიანმიდან ბანგლადეშში გადადის. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ და არმიამ, ამ ხალხის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, ათასობით როჰინჯმა დატოვა ქვეყანა და ბანგლადეშში გაიქცა. ოლიას ციხე (Silvano Monchi) დისტრეტო-დი-მაიო (უგანდა), უკონტროლო ზედამხედველობა პატიმრებზე რუპა, დიმპლი და სონია (Silvia Alessi) მჟავით თავდასხმის შემდეგ, გადარჩენილი 2 ადამიანი და ალბინოსი გოგონა ერთ ფოტოზე. კონტაქტი (Alla Sokolova) 2017 წელს დუბაიში ახალი ზოოპარკი Safari გაიხსნა. ყოველდღე, მას დიდი რაოდენობით ადამიანი სტუმრობს. ბავშვები სიამოვნებით ხედავენ ველურ ცხოველებს, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავთ. ცხოველებიც ინტერესით ადევნებენ თვალს მათ! დავიწყებული გულების სამოთხე (Antonio Aragon Renuncio) ძლიერი წვიმის შემდეგ, ბავშვების ჯგუფი მხიარულად თამაშობს მდინარეში (მანდური, ტოგო, დას. აფრიკა). ყოველწლიურად, უხარისხო წყლისა და ელემენტარული სანიტარიის უქონლობის გამო, პლანეტის მასშტაბით, 5 წლამდე ასაკის, არანაკლებ 1, 6 მლნ. ბავშვი იღუპება. ტალღა (Lorraine Turci) დრეიკის სრუტეში, ჰორნის კონცხსა და ანტარქტიდას შორის, 12 მეტრიანი ტალღა, დიდი შხეფებით, ხომალდის ბორტებს ეხეთქება. ვირთევზაზე ტრადიციული, სანაპირო თევზაობა (Audun Rikardsen) მოხუცი ნორვეგიელი მეთევზე, ვირთევზას ტრადიციული მეთოდით იჭერს. თევზჭერა ყოველთვის იყო, ნორვეგიელების ტრადიციული საქმიანობა და დღემდე ცენტრალური ადგილი უკავია ყოველდღიური ცხოვრება. Yibbum #1 (Gregory Michenaud) ჰასიდი ებრაელები (ძირითადად აშშ და ისრაელიდან) ქ. ლეჟაისკში (სამ-აღმ. პოლონეთი), ჰასიდური მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებლის რაბინი ელიმელექ ვაისბლუმის საფლავზე ყოველწლიურად ჩადიან. თაფლზე მონადირენი (Muhammad Mostafigur Rahman) სუნდარბანსი, მანგოს ტყე, რომელიც მდ. განგის დელტაზე მდებარეობს, ინდოეთის და ბანგლადეშის სასაზღვრო რეგიონებში და ველური ბუნების ნაკრძალს წარმოადგენს, თაფლზე მონადირე არაერთ ვიზიტორს მასპინძლობს. თაფლის მოპოვება, შესაბამისი აღჭურვილობით, არც ისე რთულია. მაგრამ, თაფლის შემგროვებლები, სასიკვდილო მტერთან — ბენგალის სამეფო ვეფხვთან, შეხვედრის საფრთხის წინაშე დგანან. არხის სხვა სიახლეები:* დიდი სხვაობა (20 ფოტო)* პელეს აუხდენელი ოცნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა* რა გეგმები ჰქონდა ფიურერს სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ? – მსოფლიოს მოწყობის ჰიტლერისეული გეგმა* სკანდალი გრძელდება – მელაძეს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან* 4 რაბინის დაპირისპირება (სამი – ორის წინააღმდეგ)* ცხოვრებისეული იუმორი* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)751 3-ს მოსწონს
|