x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არის თუ არა განელი მამაკაცი ყველაზე მაღალი მსოფლიოში?
image

"2 მეტრი 89 სანტიმეტრი" - ან გაახარეს, ან განაჩენი გამოუტანეს ადგილობრივმა ექიმებმა გამოკვლევის შემდეგ განელ 29 წლის სულეიმან აბდულ სამედს.


ასეთმა სიმაღლემ მყისიერად აქცია ეს ბიჭი პლანეტის ყველაზე მაღალ კაცად.ამჟამად დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ადამიანი ხომ თურქი სულთან ქოზენია-2, 51 მ.-ი. მაგრამ არის ეს ნამდვილად ასე? გაზომვის პრობლემა ის გახლავთ, რომ სოფლის საავადმყოფოს არ გააჩნდა საჭირო ხელსაწყოები მისი სიმაღლის ზუსტად გასაზომად. ამიტომ ეჭვობენ, რომ სიმაღლე რეალური იყოს.


რამდენიმე წლის წინ სულეიმანს გიგანტიზმის დიაგნოზი დაუსვეს და როგორც ჩანს, ყველა შეეგუა, რომ განას ჩრდილოეთით მდებარე სოფელ გამბაგაში გამოჩნდა გიგანტი, რომელსაც მეტსახელი "ავუჩე" შეარქვეს, მაგრამ საავადმყოფოში შემდეგი გამოკვლევის დროს სამედიცინო პერსონალი შოკში ჩავარდა - ახალგაზრდა მამაკაცი სიმაღლის საზომ ხელსაწყოზე მაღალი გამოდგა. . სხვა ხელსაწყოების უქონლობის გამო იქაურმა ექთნებმა გადაწყვიტეს სამედის სიმაღლე ჯოხით გაეზომათ. მისი წყალობით მათ გამოთვალეს "ახალი სიმაღლე", - 2, 89 მ.


image

იმის შესამოწმებლად, თუ რამდენია "ავუჩეს" სიმაღლე, BBC-ის ჟურნალისტმა სპეციალურად მიაკითხა. მან რულეტის მეშვეობით გაზომა და დაადგინა, რომ სულემანის სიმაღლე 2, 24 სმ იყო, ექთნები შეცდნენ კარგა 65 სანტიმეტრით.

image

თუმცა, სამედს არ უკვირს, რომ ის აგრძელებს ზრდას და თვლის, რომ მალე დაეწევა თურქ ქოზენს.


- ჯერ კიდევ ვიზრდები. სამი-ოთხი თვე რომ არ მნახოთ, მაშინვე შეამჩნევთ, რომ გავიზარდე, - ამბობს ახალგაზრდა.


მან უკვე გადააჭარბა სიმაღლეში თავისი სოფლის ბევრ სახლს, ატარებს სპეციალურ ფეხსაცმელს, რომელიც მისთვის ადგილობრივმა მეწაღემ მანქანის საბურავებისგან დაუმზადა.


image

0
592
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0