x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

რატომ არის ერთი და იგივე ელემენტები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე უძველეს ძეგლებზე? და მართლაც, იმ შორეულ წარსულში არ არსებობდა საზღვაო ტრანსპორტით, გლობალური გადაზიდვები, რომ აღარაფერი ვთქვათ, ტრანსკონტინენტურ ფრენებზე.

ზოგადად, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მყარდება მოსაზრება, რომ კაცობრიობა – სახეობაა, რომელიც ფართო ამნეზიას განიცდის, რადგან მას არ ახსოვს საკუთარი წარსული. სულ უფრო მეტი აღმოჩენა, მთელს მსოფლიოში, გვაიძულებს ეჭვი შევიტანოთ, კაცობრიობის წარმოშობის, უძველესი კულტურების და ზოგადად, ისტორიის შესახებ, ჩვენი წარმოდგენების შესახებ.


image


ჩვენ ნელ–ნელა, მისხალ–მისხალ ვაგროვებთ თავსატეხის ნაწილებს და არსებობს იმედი, რომ მალე მივიღებთ სწორ პასუხებს, ისტორიის გამოცანებზე, რომლის ამოხსნასაც, ოფიციალური მეცნიერება, ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს.

როგორ უნდა ავხსნათ მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი?

რატომ დაიწყო მოულოდნელად, პლანეტის თითქმის ყველა უძველესმა კულტურამ, პირამიდების შენება? როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, ისინი ერთმანეთთან, არანაირად არ იყვნენ დაკავშირებულნი? მაშინ რატომ ჰგავს სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე ნაგებობები ერთმანეთს?

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საოცარი საიდუმლო, ამ საკითხთან დაკავშირებით, უძველეს მესოპოტამიაში გვაბრუნებს, რომელსაც მეცნიერები კაცობრიობის აკვანს ეძახიან. სწორედ იქ არის ისეთი არტეფაქტები, რაც მეცნიერებს აიძულებთ ეჭვი შეიტანონ ისტორიაში, რომელსაც ბავშვობიდან გვასწავლიდნენ.


image


მაგალითად, ძველი შუმერები ანუნაკების ღმერთებს, ძალიან საინტერესო საგნებით გამოსახავდნენ. მათ შორის, ყველაზე მეტად ყურადღებას 2 ნივთი იქცევს: ეს, ე. წ. "მაჯის საათია", რომელიც თითქმის ყველა მსგავს არტეფაქტზე გვხვდება და იდუმალებით მოცული "ღმერთების ჩანთა", რომელსაც არცერთი "ღმერთი" "ხელიდან არ უშვებს".


image


ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ადგილიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ოკეანის გადაღმა, ძველი მაია, აცტეკები და სხვა ტომები, საკუთარ ღმერთებს, ასევე "ჩანთებით" გამოსახავდნენ.

რატომ ასახავდნენ უძველესი ცივილიზაციები ამერიკაში, ეგვიპტეში და ძველ მესოპოტამიაში, თავიანთ ღვთაებებს ამ იდუმალი საგნით ხელში? შეიძლება, ისე მომხდარიყო, რომ ყველა კონტინენტზე ერთი და იგივე "ღმერთები" ყოფილიყვნენ? ქვემოთ სწორედ ამ მოსაზრების რამდენიმე მტკიცებულებას წარმოგიდგენთ. ფოტოებს, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილ არტეფაქტებზე, იგივე "ჩანთებია" აღბეჭდილი:


მეზოამერიკა


ლა–ვენტაში (la Venta, მექსიკა), გათხრების დროს, აღმოაჩინეს ქვის სტელა, რომელიც ოლმეკების იდუმალი ცივილიზაციის მიერ არის შექმნილი. მასზე მესოამერიკული ღმერთი – კეცალკოატლია გამოსახული და მას ხელში, ჩვენთვის უკვე ცნობილი "ჩანთა" უკავია.



image


მაგრამ ეს, ერთადერთი ადგილი არ არის მექსიკაში, სადაც მსგავსი გამოსახულება იყო აღმოჩენილი. მეორე მესოამერიკული კულტურის ცენტრში, ქ. ტულაში (ტოლანი), რომელიც ტოლტეკების იმპერიის დედაქალაქი იყო, "ატლანტების" უზარმაზარი ქანდაკებებია, რომლებსაც ოდესღაც, ტოლტეკების ტაძრის სახურავი "ეჭირათ". ამ არტეფაქტებზეც, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, მეტად უცნაური აქსესუარებია გამოსახული, რომელიც ყველა "ატლანტს" ხელში უკავია.


image


გიობექლი თეფე


ეს კი, უკვე თურქეთის სამხრეთია. ერთ-ერთი უძველესი მეგალითური ტაძრის ნაშთები ჩვენს პლანეტაზე. ამ ადგილზე, იდუმალებით მოცული ტაძარი, რომელიც სამი უზარმაზარი ქვის წრისგან შედგებოდა, მიწაში განზრახ ჩამარხეს. 13 წლიანი გათხრების და კვლევის შედეგად, რაიმე სახის სამშენებლო ხელსაწყო აღმოჩენილი არ არის. მაგრამ, აღმოჩენილია ქვაზე ნაკვეთი ფიგურები, რომელთა შორის, "ღმერთის ჩანთებიც" არის.


image


მიუთითებს თუ არა, ამ იდუმალი "ჩანთების" არსებობა იმაზე, რომ უძველესი კულტურები ერთმანეთს რაღაცნაირად უკავშირდებოდნენ? ამასთან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ მოყვანილი ფაქტების გარდა, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, სხვა, სრულიად ერთნაირ, არტეფაქტებს პოულობენ და მათი მსგავსების ფაქტის ახსნა, არავის შეუძლია, პასუხი ერთმნიშვნელოვნად, დადებითი უნდა იყოს. გაგრძელება >>>


P. S. როგორც ვხედავთ, უძველესი არტეფაქტები უამრავ კითხვას აჩენს, მაგრამ პასუხი, იქნებ არც ისე შორს არის, ვიდრე ჩვენ გვგონია? მაგ., ერთმა ინდიელთა ტომმა შემოინახა მოგონება, პლანეტაზე მომხდარი კატასტროფის და უცხოპლანეტელების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს ცივილიზაცია მისცა. იქნებ, თავსატეხი უკვე ამოხსნილია და ჩვენ ამის შესახებ, უბრალოდ არ ვიცით?

1976 წ. ჟურნალისტმა კარლ ბრუგერმა გამოაქვეყნა წიგნი «აკაკორის ქრონიკა», რომელიც უჰა მანგულალას ტომში დაწერილი მოთხრობების კრებულს წარმოადგენს. აღნიშნული ტომი ამაზონის ჯუნგლებში, ბრაზილიაში ცხოვრობს. ხოლო, მოთხრობები, დედამიწის 15 ათასწლოვან ისტორიას შეიცავს: გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "კონკიას ეფექტი". 25 წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია – მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი ოპერაცია

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"

* უგემოვნობის და სისულელის ზღვარზე... (20 ფოტო)

* კატის უცნაური ლოგიკა, რომელსაც ადამიანი ვერასდროს გაიგებს (25 სახალისო ფოტო)

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!

* ზღაპრული პეიზაჟები შიშველი ქალის სხეულზე

* 15 საოცარი რამ და ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს

* ჩვენთვის ნაცნობი... განსხვავებული რაკურსით (20 ფოტო)



2
814
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
814
  
2023, 19 იანვარი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 იანვარი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2