კინო "რომეო და ჯულიეტას" მთავარი როლის შემსრულებლები ნახევარი საუკუნის შემდეგ კინოკომპანიას უჩივიან 2023, 5 იანვარი, 11:12 1968 წელს გადაღებული ფილმის, "რომეო და ჯულიეტას" ვარსკვლავები Paramount Pictures-ს შიშველი სცენის გამო უჩივიან. ლეონარდ უაიტინგი და ოლივია ჰასი მაგ დროს შესაბამისად 16 და 15 წლის იყვნენ, როდესაც ისინი ფრანკო ძეფირელმა შექსპირის უკვდავ ტრაგედიის მოტივებზე აგებულ ფილმში გადაიღო. მაგრამ უცნაური ისაა, რომ 2018 წელს Variety-თან მიცემულ ინტერვიუში ოლივია ჰასმა მისაღებად მიიჩნია შიშველი სცენა. სასამართლოზე გადაცემულ საქმეში, ინგლისელი მსახიობები, რომლებიც ამჟამად 70 წელს გადასცილდნენ, ამტკიცებენ, რომ ფილმის კლასიკა დაჟინებით მოითხოვდა მონაწილეობას შიშველ სცენებში, მიუხედავად მანამდე მიცემულ გარანტიისა, რომ მათ ამის გაკეთება არ მოუწევდათ. Paramount-ს საჩივარზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. ორივე მსახიობი ითხოვს 500 მილიონ დოლარს, მათი მტკიცებით ეს თანხა ითვალისწინებს იმ ტანჯვას, რომელიც მათ გადაიტანეს და ფილმიდან მიღებულ შემოსავალს. მისი გამოსვლის დღიდან მოყოლებული. მსახიობები ამტკიცებენ, რომ ფილმის რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა, თავდაპირველად მათ უთხრა, რომ საძინებლის სცენაში მათ ჩააცვამდა ადამიანის კანის ფერის საცვლებს, მაგრამ გადაღების დროს, მათი თქმით, რეჟისორმა უთხრა მათ, რომ ისინი მხოლოდ ტანის მაკიაჟს გაიკეთებდნენ - თანაც დაარწმუნა, რომ კამერა ისე იქნებოდა განლაგებული, რომ მათი სიშიშვლე არ გამოჩნდებოდა. შეგახსენებთ, რომ ფილმში, რომელიც კინოს კლასიკად იქცა, სასიყვარულო სცენაში რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანს უაიტინგის შიშველი დუნდულები და ჰასის შიშველი მკერდი. ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა წილად, ნას უჩვენებდნენ სტუდენტთა თაობებს, რომლებიც სწავლობდნენ შექსპირის ამ პიესას. იგი ნომინირებული იყო ოთხ "ოსკარზე", მათ შორის საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე. მოიგო ორი - საუკეთესო ოპერატორი და კოსტიუმების დიზაინი.ასევე ფილმმა მოიგო "ოქროს გლობუსი " და კიდევ სხვა პრიზები. ფილმი ოფიციალურად საბჭოთა კინოგაქირავებაში 1972 წელს გამოჩნდა, მცირე ჭრილებით. მას წინ უძღოდა პირველი პრემიერა 1968 წლის აგვისტოში. ამ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც „ჩვეულებრივ“ მაყურებელზე, ისე ხელოვნების სამყაროს მოღვაწეებზე. სურათი წარმატებით იქნა ნაჩვენები სსრკ-ს კინოეკრანებზე და გახდა შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ეკრანიზაცია. ჟურნალ "საბჭოთა ეკრანის" ყოველწლიური გამოკითხვის მიხედვით, ფილმი 1972 წლის საუკეთესო უცხოურ ფილმად იქნა აღიარებული, ხოლო ოლივია ჰასიმ მიიღო ჯილდო მაყურებლის სიმპატია. 280 2-ს მოსწონს
|