x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პელეს აუხდენელი ოცნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო
image


გასული წლის 29 დეკემბერს უდიდესი ფეხბურთელი პელე გარდაიცვალა. ის იყო ნამდვილი ლეგენდა და საკულტო პიროვნება არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვის. მილიონობით ბიჭს, მთელ მსოფლიოში, სურდა მისნაირი ყოფილიყო. საფეხბურთო კარიერის დატოვების შემდეგაც კი, პელე, სპორტის ამ სახეობის განვითარებას განაგრძობდა. XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელმა უამრავი ტიტული და სპორტული ჯილდო მოიპოვა, ის სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად, სულ სხვა ჯილდოს თვლიდა...


აუხდენელი ოცნებაimage


ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (პელეს ნამდვილი სახელი) უფროსი ვაჟი იყო და მის გარდა ოჯახში კიდევ 3 ბავშვი იზრდებოდა. მამა წარსულში ფეხბურთელი იყო, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო, სპორტული კარიერა ვერ გააგრძელა. ის საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა. ხოლო დედა, დიასახლისი იყო. ედსონი კი, ბავშვობაში ფეხბურთელობაზე საერთოდ არ ფიქრობდა, მფრინავი უნდოდა გამოსულიყო, რომ მსოფლიოზე ზემოდან ყურების საშუალება ჰქონოდა. მითუმეტეს, რომ მეუღლის ტრავმის შემდეგ, არც დედას სურდა, რომ მისი შვილი ფეხბურთელი გამხდარიყო. შემდგომში, როდესაც ედსონი მაინც დაკავდა სპორტის ამ სახეობით, მას შვილის მონაწილეობით, არც სკოლის წლებში და არც დიდ ფეხბურთში, არცერთი მატჩი არ უნახავს.

ედსონმა ფეხბურთის თამაში დაწყებით სკოლაში დაიწყო და თან ისე ოსტატურად თამაშობდა, რომ ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და საუკეთესო ფეხბურთელის სახელი. თანატოლები გაკვირვებით ადევნებდნენ თვალს, მის მიერ ჩატარებულ ილეთებს, მის უსწრაფეს მოძრაობას მოედანზე და ულამაზეს გოლებს, რომელიც მეტოქის კარში გაჰქონდა. სწორედ სკოლის წლებში მიიღო მან მეტსახელი – პელე, რომლითაც შემდგომში სახელი გაითქვა. მოგვიანებით, ის თავის ავტობიოგრაფიაში დაწერს, რომ არ იცოდა, ეს სახელი ვინ და რატომ დაარქვა, პორტუგალიურ ენაში ხომ ასეთი სიტყვაც არ არის... თუმცა, წლების შემდეგ, ფეხბურთელმა შეიტყო, რომ ივრითზე, პელე – «საოცრებას» ნიშნავს.


image


პელეს ოჯახი ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ ბიჭმა ფულის ყადრი ბავშვობის ასაკიდან იცოდა. ის ქუჩაში გამვლელებს ფეხსაცმელს უპრიალებდა, მუშაობდა მიმტანად, ხოლო, თავისუფალ დროს, მამასთან ფეხბურთში ვარჯიშობდა. ბურთის მაგივრობას კი, მას ძაფებით გამოტენილი წინდა, ან თუნდაც, დიდი გრეიპფრუტი უწევდა. ხოლო თუ სკოლაში, ხელში ბურთი ჩაუვარდებოდა, ნამდვილი სასწაულების დემონსტრირებას ახდენდა. მის მწვრთნელს ვალდემარ დე ბრიტოს არ შეეძლო ასეთი ნიჭიერი ბავშვის ყურადღების მიღმა დატოვება და თავისი აღსაზრდელი, თავადვე მიიყვანა «სანტოსის» კლუბში. თან განაცხადა, რომ ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და ბრაზილიას ასახელებდა. რა თქმა უნდა, შემოწმების შემდეგ, პელე კლუბში მიიღეს და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტიც გააფორმეს.


image


მე–16 დაბადების დღემდე, ერთი თვით ადრე, პელე პირველად გამოვიდა მოედანზე და ოფიციალურ მატჩში, პირველი გოლიც გაიტანა. ჯერ 17 წლის არ იყო, რომ ქვეყნის ნაკრებში შეიყვანეს და სულ მალე, მსოფლიო ჩემპიონატზეც აღმოჩნდა. საფეხბურთო კარიერის მანძილზე, პელემ 4 მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და სამჯერ გახდა ჩემპიონი. მისი ოცნება, ცასთან დაკავშირებით, არ ახდა. სამაგიეროდ, ახდა მეორე სურვილი: მან ოჯახი სიღარიბიდან გამოეყვანა შეძლო. ხოლო, ცნობილი ფეხბურთელით, მთელი ქვეყანა ამაყობდა...



ფეხბურთის ლეგენდაimageimage

image


ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო
image


დღემდე მისი მიღწევების გამეორება ვერავინ შეძლო: პელემ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში, 92 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 77 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის «სანტოსშიც» თამაშობდა და ბრაზილიის და სამხ. ამერიკის ჩემპიონი არაერთხელ გახდა. სპორტული კარიერის ბოლოს, მან ამერიკულ კლუბთან – «კოსმოსთან» გააფორმა ხელშეკრულება და მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. 1977 წ. პელემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ეს, ისევე ლამაზად გააკეთა, როგორც თამაშობდა: ის მოედანზე «სანტოსის» და «კოსმოსის» მატჩზე გამოვიდა, ერთი ტაიმი მშობლიური გუნდის მაისურით ითამაშა, ხოლო მეორე – ამერიკულით.


image


თამაშის შეწყვეტის შემდეგ, პელე უსაქმოდ არ მჯდარა. მან როგორც იქნა, საშუალო განათლების ატესტატი აიღო, რადგან ადრეულ ასაკში დიდ სპორტში ჩართვის შემდეგ, მან სკოლის დასრულება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, უნივერსიტეტში ჩააბარა და ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ფილმებში მონაწილეობდა და ფეხბურთის პოპულარიზაციით იყო დაკავებული, იყო გაეროს ელჩი, გარემოს დაცვის საკითხებში, შევიდა «მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის» სიაში, იყო ბრაზილიის სპორტის მინისტრი. ლეგენდარულ ფეხბურთელს ბევრი ტიტული და ჯილდო ჰქონდა, მაგრამ მისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომელიც ფეხბურთს არ უკავშირდებოდა.


image


1965 წელს ფეხბურთელმა ავტობიოგრაფიული წიგნი «მე – პელე» გამოაქვეყნა. ის ბესტცელერად იქცა, მაღაზიის თაროებზე არ ჩერდებოდა და ცხელი ღვეზელივით იყიდებოდა. მაგრამ, მთავარი ეს არ იყო... მილიონობით ბრაზილიელმა, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდა, – სწავლა დაიწყო, რათა კერპის ავტობიოგრაფიის არც ერთი დეტალი არ გამომრჩენოდა. ბრაზილიის განათლების სამინისტრომ პელეს, მოსახლეობის განათლების ხარისხის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს მედალი გადასცა. სწორედ ამ ჯილდოთი ამაყობდა ის ყველაზე მეტად და მას ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებად მიიჩნევდა.


ნაბიჯი მარადისობაშიimage


პელეს სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ის სამუდამოდ დარჩება მილიონობით ადამიანის გულში. სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლო წელს, სპორტსმენი ძალიან ავად იყო. 2021 წლის შემოდგომაზე, მას ნაწლავების ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. წარმატებული ოპერაცია, რომელსაც ქიმიოთერაპია მოჰყვა, გამოჯანმრთელების კარგი შანსს იძლეოდა. მაგრამ, უკვე 2022 წლის დასაწყისში, მკურნალობის კურსის გამეორება გახდა საჭირო. სამწუხაროდ, პელეს ორგანიზმმა წამლებზე და პროცედურებზე რეაგირება შეწყვიტა...


image


ნოემბერში პელე ისევ საავადმყოფოში მოხვდა. გამოჯანმრთელების იმედი აღარ იყო და ექიმებს მისთვის მხოლოდ ტკივილის შემსუბუქება შეეძლოთ. ხოლო, წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, დიდი ფეხბურთელის პალატაში მისი ყველა ახლობელი შეიკრიბა, რომ მათთვის ძვირფას ადამიანს დამშვიდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა...


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა

* რა გეგმები ჰქონდა ფიურერს სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ? – მსოფლიოს მოწყობის ჰიტლერისეული გეგმა

* სკანდალი გრძელდება – მელაძეს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

* მოდი და, ნუ სცემ?..

* ცხოვრებისეული იუმორი

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



5
649
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
649
  
2023, 13 იანვარი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 11 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 იანვარი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5