ტექნიკური მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იდუმალებით მოსილი საგანი არამიწიერი ცივილიზაციის კუთვნილებაა 2023, 3 იანვარი, 10:22 რამდენიმე წლის წინ დედამიწას მეტეორიტი შეეჯახა, რომლის შესახებაც მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის რეალურად მეტეორიტი კი არ არის, არამედ არამიწიერი წარმომავლობის ხომალდის ნამსხვრევი, იმ ხომალდისა, რომელიც უცხო ცივილიზაციამ ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნა.
საქმე იმაშია, რომ მეტეორიტი შეიცავს უიშვიათეს მინერალებს, რომლებიც ბუნებაში არ გვხვდება. ეს მინერალები აიდიტი და ბრეზიანიტია. ეს იმდენად რთული შემადგენლობის მინერალებია, რომ მათი დამზადება ძირითადად მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია შესაძლებელი, მკაცრი და კომპლექსური საწარმოო პროცესის შედეგად. მეტეორიტის არამიწიერ ცივილიზაციასთან კავშირის შესახებ ჰიპოთეზას, რომელიც ვენესუელას უნივერსიტეტის პროფესორმა წამოაყენა, სამეცნიერო სამყაროს ერთი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. სკეპტიკოსი მეცნიერების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აიდიტის და ბრეზიანიტის უმართავ, ბუნებრივ პირობებში დამზადების შანსი დაუჯერებლად მცირეა, ეს შანსი მაინც არსებობს და ამიტომ ამ მინერალების არსებობა უცხოპლანეტელების არსებობის დამამტკიცებელ უტყუარ საბუთად ვერ ჩაითვლება. იმისათვის, რათა გაეროს გენერალურმა მდივანმა საამისოდ წინასწარ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე კაცობრიობას განუცხადოს, რომ აღმოჩენილია არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის დამამტკიცებელი უტყუარი მასალები, ბევრად უფრო მყარი და ხელშესახები მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, ვიდრე ეს იშვიათი მინერალებია. ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უცხოპლანეტელების არსებობის სჯერათ, ბევრად უფრო მეტი შრომა მოუწევთ. ჯერჯერობით კი ისღა დაგვრჩენია, კვლევა განვაგრძოთ და ვაღიაროთ, რომ სრულიად მარტონი ვართ ამ სამყაროში. 403 1-ს მოსწონს
|