x
image
ირინა მ.
Mediator image
რამდენიმე რეკორდი გინესის რეკორდების წიგნიდან

image


გინესის რეკორდების წიგნი, შორეულ 1955 წელს შეიქმნა. გამოსვლის მომენტიდან ენციკლოპედია სხვადასხვა სწრაფ, ძლიერ, უცნაურ და ა.შ მიღწევებს აფიქსირებს. ადამიანები მთელი პლანეტიდან ცდილობენ გააცნონ ყველას თავიანთი არაჩვეულებრივი ნიჭი, შესაძლებლობები და განსხვავებულობა, რათა სამუდამოდ ჩაიწეროს მათი სახელი ამ გამოცემის გვერდებზე. დღესდღეისობით წიგნში 47 ათასი რეკორდია შეტანილი. გაეცანით რამდენიმე მათგანს:


1. დრიუ ბერიმორმა რეკორდი დაამყარა ცეკვაში. საქმე იმაშია, რომ მან მსოფლიოში ყველაზე დიდი პარიკი (2, 23 მეტრი) მოირგო და ისე იცეკვა.


image


2. ყველაზე მაღალი სახლის კატაა ფენრირ ანტარეს პაუერსი - 47, 83 სმ.


image


3. რამ სინგხ ჩაუხანი (ინდოეთი) მსოფლიოში ყველაზე გრძელი ულვაშების მფლობელია. მისი ულვაშების სიგრძე 4მ.30სმ.-ია. ჩაუხანს ულვაშები 1970 წლიდან არ შეუკრეჭია.


image


4. დანტე ბარნსი მსოფლიოში ყველაზე დიდი გარშემოწერილობის მქონე ენის მფლობელია - იგი 12, 19 სმ. შეადგენს.



image


5. ყველაზე გრძელი ხელის ფრჩხილები დაიანა არმსტრონგს აქვს. მათი სიგრძეა 1, 30 სმ. ქალმა 25 წლით უარი თქვა მანიკურის გაკეთებაზე და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.


image


6. ყველაზე გრძელი ხელები ქალებს შორის აქვს რუმეისა გელგას. მათი სიგრძეა 24, 93 სმ. რუმეისა გელგას აქვს ასევე ყველაზე მაღალი ქალის ტიტული თანამედროვეთა შორის.


image


7. ყველაზე მაღალი წყვილია სუნ მინმინი და სიუი იანი ჩინეთიდან. მეუღლეების საერთო სიმაღლეა 423, 47 სმ. ქმრის სიმაღლეა 236, 17 სმ., ცოლის-187, 30 სმ.


image

8. ყველაზე მოკლე ძროხის სიგრძეა 50, 8 სმ.


image


9. იუ ცზიანსიამ წამწამები 12, 40 სმ.-მდე გაიზარდა.


image


10. ჩად ფელიმ საღეჭი რეზინით 50, 8 სმ.-იანი ბუშტი გაბერა ხელების დაუხმარებლად.


image


11. მოტი "მო" რიკერტი-სენბერნარი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენით. დამოუკიდებელმა ვეტერინარმა ოფიციალურად გაუზომა და დააფიქსირა მისი სიგრძე 18, 58 სმ.


image


12. ჯოზეფ გრიზამორს ყველაზე მაღალი იროკეზი აქვს, მისი სიმაღლეა 129, 4 სმ.


image








გაეცანით შემდეგ სტატიებს:








ვირტუალური მოგზაურობა: შუასაუკუნეების ზღაპრული ციხე-სიმაგრეები

image


გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


ტატუს ოსტატმა გარეგნობა შეგნებულად შეიცვალა (+ვიდეო)

image


ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image


იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?

image


უჩვეულო საკურორტო დასახლება გუმბათოვანი სახლებით ირანის კუნძულზე

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე ძვირადღირებული ნომრები

image







4
1072
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1072
  
2023, 10 იანვარი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 იანვარი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4