x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანდებში 2 მტრულად განწყობილი ტომი ცხოვრობდა...

image


ანდებში 2 მტრულად განწყობილი ტომი ცხოვრობდა, ერთი ბარში, მეორე – მაღალ მთაში.
ერთხელ მთიელები თავს დაესხნენ ხეობაში მცხოვრებ ინდიელებს და ნადავლის სახით, ერთ–ერთი ოჯახიდან პატარა ბავშვი წაიყვანეს.

დაბლობში მაცხოვრებლებმა არ იცოდნენ მთაზე ასვლა. მათთვის უცნობი იყო მთის ბილიკები და არც ის იცოდნენ, სად ცხოვრობდნენ მთიელები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ საუკეთესო მეომრები შეაიარაღეს და ბავშვის დასაბრუნებლად, მთაში გაგზავნეს.

მათ ალპინიზმის არაერთ ხერხს მიმართეს. ხან ერთ ბილიკს იყენებდნენ და ხან მეორეს. მაგრამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რამდენიმე დღეში, ასვლა მხოლოდ რამდენიმე ასეულ ფუტზე (1 ფუტი – 30, 48 სმ) შეძლეს.

ბოლოს მიხვდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. და სწორედ ამ დროს, მათკენ მიმავალი, გატაცებული ბავშვის დედა დაინახეს. ქალი მიხვდა, რომ მეომრები მთიდან ჩამოდიოდნენ და მათკენ გაემართა. როდესაც მიუახლოვდა, მეომრებმა დაინახეს, რომ მას ზურგით ბავშვი მოჰყავდა... და გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადახედეს, რადგან ვერ გაეგოთ, ეს როგორ უნდა მომხდარიყო?

ერთ–ერთი მამაკაცი ქალს მიესალმა და ჰკითხა:
– ჩვენ დასახლების ყველაზე ძლიერი მამაკაცები ვართ და მთაზე ასვლა ვერ მოვახერხეთ. შენ როგორ შეძელი?

ბავშვის დედამ მხრები აიჩეჩა და უპასუხა:
– უბრალოდ, ეს თქვენი შვილი არ იყო!


მორალი: თუ მიზეზი არა გაქვთ, ყოველთვის იპოვით საბაბებს, იმის გასამართლებლად, რაღაცის გაკეთება, რატომ არ შეიძლება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით

* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?

* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* ერთხელ ღმერთებმა გართობა გადაწყვიტეს... რა წაგვართვეს და სად დამალეს?

* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* 12 ფოტო-ფაქტი: ვარსკვლავები რეალობაში და ჟურნალის ყდებზე

* ყველაზე სახიფათო ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში



4
398
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
398
  
2023, 23 მარტი, 22:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მარტი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4