x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩოგბურთელი": ერთი ფოტოს ისტორია

image


"ჩოგბურთელი" მრავალი წლის განმავლობაში წარმოუდგენლად პოპულარული იყო, ეს ფოტო ამშვენებდა არა მხოლოდ კალენდრებსა და პლაკატებს, არამედ მისი ნახვა მოზარდების თითქმის ყველა ოთახში შეიძლებოდა, თუმცა ზემოაღნიშნულ ფოტოს არა მარტო მიმზიდველი ვიზუალური მხარე, არამედ შექმნის საინტერესო ისტორიაც აქვს.


image


30 წლის მარტინ ელიოტი, რომელიც ბირმინგემის უნივერსიტეტში ფოტოგრაფიას ეუფლებოდა, 1976 წლის სექტემბერში "პინ-აპის" სტილში ფოტოსესიის გაკეთება გადაწყვიტა და მთავარ გმირად თავისი 18 წლის შეყვარებული ფიონა ბატლერი მიიწვია.

image


სესიისთვის ფიონამ მეგობრისგან ჩოგბურთის ჩოგანი და ხელით შეკერილი ჩოგბურთის კაბა ითხოვა, მამისგან - ჩოგბურთის ფეხსაცმელი, ოჯახის ძაღლისგან კი ბურთები. თავად ბატლერს ჩოგბურთი არასდროს უთამაშია.


image


ფოტოგრაფმა მხოლოდ ერთი ფოტოფირის გამოყენება მოახერხა, თუმცა იმედს არ კარგავდა რომ მათში ერთი კარგი კადრი მაინც აღმოჩნდებოდა, და უნდა ითქვას, რომ მას მართლაც გაუმართლა - ფოტო ეფექტური გამოვიდა და მარტინმა ის სააგენტო "Athena"-ში მიიტანა, 1977 წლიდან კი "ჩოგბურთელმა" კალენდრები და პლაკატები დაამშვენა. თითოეული პლაკატი 2 ფუნტად იყიდებოდა და მარტინ ელიოტმა ერთი წარმატებული ფოტოდან 250 ათასი ფუნტი სტერლინგის გამომუშავება შეძლო. მარტინი მალევე პატივცემულ ფოტოგრაფად იქცა, რომელიც ძირითადად, ქალის "ღირსებებზე" მუშაობდა. სწორედ ამ ფორმატში გადაიღეს მისი ცნობილი სერია "გოგონები სამსახურში", რომლის ფოტოებმაც ასევე თინეიჯერების ოთახები და სატვირთო მანქანების კაბინები დაამშვენა.


image


აი, ფიონა ბატლერმა კი თავისი ცნობილი ფოტოს გაყიდვიდან ვერაფერი მიიღო, მან საკუთარი სახელის დამალვა გადაწყვიტა და მოგების საკუთარ წილზეც კი უარი თქვა. სამაგიეროდ, ფიონა მულტიმილიონერ იან უოლკერზე გათხოვდა, რომელსაც ორი ქალიშვილი და ვაჟი გაუჩინა, ბატლერი ცდილობს საზოგადოებაში დიდად არ გამოჩნდეს, ის ჟურნალ "Droitwich Spa, Worcestershire"-ში ილუსტრატორად მუშაობს. ცნობილმა "ჩოგბურთელმა" მხოლოდ 2011 წელს მიიღო მონაწილეობა ბირმინგემის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში ჩოგბურთისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც მისი ის პლაკატიც გამოიფინა, რომელიც ექსპერტთა აზრით, თანამედროვე ჩოგბურთელების იმიჯთან ასოცირდება.

image


"ჩოგბურთელის" შექმნის კიდევ ერთი "თანამონაწილე" ფიონას მეგობარი, კეროლ ნოტსი გახდა. 2014 წელს მან აუქციონზე გასაყიდად სწორედ ის ნივთები გაიტანა, რომლებიც გადაღებებში გამოიყენეს. ჩოგანი 2 000 ფუნტად შეფასდა, კაბა კი - 15 000 გაიყიდა.


image






0
366
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
366