x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მაოხრებელი გზირობა გრძელდება... ასეთი ქმედება გამოიწვევდა უდიდეს ჯარიმებს" - რამ აღაშფოთა შალვა ნათელაშვილი

image


პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი ახალი წლის დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით სატელიტური ტელევიზიის "მაგთისატის" სერვისის მიწოდების შეწყვეტას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და "მაგთის" ერთ - ერთი უმსხვილესი აქციონერის, გია ჯოხთაბერიძის მხრიდან მსგავსს ქმედებას დივერსიად აფასებს.


"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან კომპანიისთვის უდიდესი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევდა:


"მაოხრებელი გზირობა გრძელდება.1 იანვარს ექს--პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ მილიარდერად გადაქცეულმა მისმა სიძემ ჯოხთაბერიძემ მთელ საქართველოს გაუთიშა მაგთისატის ტელევიზია და დატოვა ხალხი იმ ინფორმაციის გარეშეც კი რასაც გაჭირვებით იღებდნენ, განსაკუთრებით მთიან რეგიონებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას დაარტყა ამ დივერსიამ.


ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ქმედება გამოიწვევდა უდიდეს ჯარიმებს კომპანიის მიმართ კლიენტების სასარგებლოდ, მაგრამ ეს ქვეყანაში, აქ ბიძინლენდია."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.







0
112
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
112