სხვა გოგონა გარდაცვლილ ტყუპისცალ დად ასაღებს თავს და ამის მიზეზსაც განმარტავს 2023, 1 იანვარი, 14:53 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოპულარულ Tiktoker-მა ენი ნიუმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი ტყუპისცალი და სამი წლის წინ გარდაიცვალა. მაგრამ მათმა პაპა-ბებიამ არ იციან ამის შესახებ, ამიტომ ენი ურეკავს და მის გარდაცვლილ დად ასაღებს თავს. ენი აზიური წამროშობის ამერიკელია და აზიურ კულტურაში, მისი თქმით, ჩვეულებრივად მიღებულია „დაიცვან ხანდაზმული ადამიანები საშინელი ამბებისგან“. - ბევრს ჰგონია, რომ ბებია და ბაბუა იმსახურებენ იმას, რომ სიმართლე იცოდნენ. მაგრამ ისინი არ იმსახურებენ სიკვდილს და არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ თუ სიმართლე გაიგეს, გადაურჩნენ ამ ამბავს- გაუზიარა თავისი წუხილი ენიმ. ენი ნიუს და მის დას ბებია და პაპა ზრდიდა, ამიტომაც ნერვიულობს და ზრუნავს მაზე. ენიმ ისი აღნიშნა, რომ თითქმის ყოველ ღამე ესიზმრება ტყუპისცალი და. -მე ისე ვექცევი, თითქოს ჩემი ცხოვრების ნახევარს მაინც მასთან ვატარებ, -აღნიშა გოგონამ. როგორც ირკვევა მისი და სამი წლის წინ მენინგიტმა იმსხვერპლა ვიდეოს მოკლე დროში8 მილიონი ნახვა და აუარებელი კომენტარები მოჰყვა. ვიღაცამ მხარი დაუჭირა ანის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მას აკრიტიკებს და მიუთთებს, რომ მოხუცებმა აუცილებელია იცოდნენ სიმართლე.თქვენ რას ფიქრობთ? 89 2-ს მოსწონს
|