x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მეგობრებო , ერეკლეს ს@@ზე კიდია თქვენი ჭინთვები და ყოველთვის თვითონ გადაწყვეტს, სად მივა სამღერლად" - ერეკლე დეისაძე
image„მეგობრებო, ერეკლეს ს@@ე კიდია თქვენი ჭინთვები და ყოველთვის თვითონ გადაწყვეტს, სად მივა სამღერლად, რომელი ტელევიზიის რომელ გადაცემაში დაჯდება და ვის კითხვებს გასცემს პასუხს“, - ასე პასუხობს მომღერალი ერეკლე დეისაძე იმ ადამიანებს, რომლებმაც ის ორბელიანის მოედანზე, მერიის დაფინანსებული კონცერტში მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს.



„გუშინ ორბელიანის მოედანზე კონცერტი მქონდა, რასაც პროგრესულებად წოდებულ მცირერიცხოვან ნაწილში აღშფოთება მოჰყვა, სისტემის მნგრეველი მერიის სცენაზე მღერისო. ამაზე საჯაროდ იმიტომ ვწერ, რომ მათ რიგებში რამდენიმე ისეთ ადამიანს გადავაწყდი, ვინც პირადად მიცნობს და ჩემი ხასიათიც იცის, მაგრამ რატომღაც იმ ჯოგის ფერხულში არჩია ყოფნა, საიდანაც მენტორული ტონით თავს უფლებას აძლევენ მიმითითონ, სად მაქვს სიმღერის უფლება და სად არა.



პირველ რიგში მსგავსი კონცერტები ჩემთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ უფასოა, და არასწრულწლოვანებს საშუალება აქვს მომისმინონ, მსმენელთა ამ კატეგორიას, იმ სივრცეებში სადაც ჩემი კონცერტები ტარდება, წლოვანების გამო არ უშვებენ, ზოგს კი უბრალოდ 40 ლარი არა აქვს რომ ბილეთი იყიდოს.


მათთან შეხვედრა და კონცერტზე მიღებული ემოცია ყოველთვის აღემატება თქვენს უარგუმენტო კრიტიკას. არჩევანსაც ყოველთვის მათ სასარგებლოდ გავაკეთებ მომავალში.



პარტიულად ანგაჟირებული სუბიექტები, დიდი ხანია ჩემს მიმართ მტრულად არიან განწყობილი, და იმხელა ბოღმას ატარებენ, მომენტს არ უშვებენ, როცა ამის საშუალება აქვთ. ცდილობენ ჩემი ლანძღვით მიკრო ბაბლური ვნებები დაიცხრონ და პროგრესულად წოდებულთა კლასტერში მოხვდნენ, სადაც კომფორტულია ყოფნა, რადგან ეს კლასტერი დაცლილია, პასუხისმგებლობისგან და აზროვნებისგან, მუდმივად მსხვერპლს ეძებენ რომ მათი დამცირების ხარჯზე, საკუთარი უპირატესობა აჩვენონ. მოკლედ ყველაფერს აკეთებენ რომ ვერ გაიზარდონ.


ასეთი ხალხი კი ძალიან მოსაწყენია და ბუნებრივია არც მათი აზრი გაინტერესებს საკუთარ თავზე. უკაცრავად რომ ბაბლის არტისტი არ ვარ.


ამის სურვილი არასოდეს მქონია, ჩემი მუსიკა ყველასია და არა კონკრეტული კლასტერის, რომელსაც ქვეყნის გადარჩენაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ საკუთარი თავსაც ვერ შველის, ბაბლის ჟანდარმერიის შიშით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ურჩევნია მარტივი ემოჯებით გამოხატოს მისი ვინმესადმი კუთვნილება. ზედმეტი შეკითხვების გარეშე.


მეგობრებო, ერეკლეს ს@@ზე კიდია თქვენი ჭინთვები და ყოველთვის თვითონ გადაწყვეტს, სად მივა სამღერლად, რომელი ტელევიზიის რომელ გადაცემაში დაჯდება და ვის კითხვებს გასცემს პასუხს.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“, - წერს ერეკლე დეისაძე.

1
316
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
316
  
2022, 31 დეკემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1