x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქალებს ქამრით სცემდა" - რუმინეთში დააკავეს ყველაზე ცნობილი ქალთმოძულე ამერიკელი კიკბოქსერი
image

ბუქარესტის პოლიციამ დააკავა ყოფილი ამერიკელი პროფესიონალი კიკბოქსერი ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა ტრისტანი, რომლებსაც ბრალად ედებათ კრიმინალური ორგანიზაციის დაარსება, გაუპატიურება და ადამიანებით ვაჭრობა. რუმინეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ძმებმა ტეიტებმა შექმნეს მამაკაცთა კრიმინალური საზოგადოება, რომლებიც აცდუნებენ ქალებს და ჰპირდებოდნენ ოჯახური ურთიერთობების აწყობას.


ძმები ეძებდნენ გოგონებს აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან და პატიჟებდნენ რუმინეთში. თუმცა, ვინც თანხმდებოდა ჩამოსვლას, ხდებოდნენ მონები და აიძულბდნენ ეთამაშათ პორნოგრაფიულ ფილმებში, წერს Europa Press.





დაშინების სახით მოძალადეები იყენებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მათ შორის გოგონების გაუპატიურებას. ამ დროისთვის უკვე 6 დაზარალებულმა მისცა ჩვენება, სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები აგრძელებენ დაზარალებულთა ძებნას.



პოლიციამ ენდრიუს და მისი ძმის აღმოჩენა სოციალურ ქსელ Rumble-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს წყალობით შეძლო. სადაც ისინი დასცინოდნენ გარემოს დაცვის ცნობილ შვედ აქტივისტს გრეტა ტუნბერგს, რომელიც რუმინეთის ერთ-ერთ პოპულარულ პიცერიაში იმყოფებოდა. "გთხოვ მომიტანე პიცა, მაგრამ დარწმუნდით, რომ ყუთის მუყაო არ არის გადამუშავებული", - ირონიულად დაუწერა ტეიტმა. ამის შემდეგ ძმები მალევე მალევე დააკავეს.

image

ცხრა წლის წინ ენდრიუ ტეიტი კიკბოქსინგში ორ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რის შემდეგაც საბრძოლო ხელოვნებას თავი დაანება და კარიერა მედია სივრცეში გააგრძელა. მან პოპულარობა მოიპოვა თავისი ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებით, ასევე ვიდეოთი, სადაც ის ქალს ქამრით სცემდა. ამერიკელი ტრაბახობდა გამომწერებთან, რომ "მისი რუმინეთში გადასვლის მიზეზის 40% ის იყო, რომ ადგილობრივი პოლიციამ ნაკლებად სავარაუდოა, მას გაუპატიურებაზე ბრალდება წაუყენოს".

image

ძმებმა ტეიტებმა შექმნეს ვებ-კამერის ბიზნესი რუმინეთში, ისინი ქირაობდნენ მოდელებს, რომლებიც ცრუ ცრემლიან ისტორიებს უყვებოდნენ მამაკაცებს, რომლებიც მათ უკავშირდებოდნენ. ძმებს არც დაუმალიათ, რომ სრულად აგებულ აფიორაზე, მილიონობით დოლარი იშოვეს.


ინტერნეტში ენდრიუ ცნობილია ულტრამემარჯვენე წრეებში და 2022 წლის ივლისში Google-ის ძიების ველში მან აჯობა დონალდ ტრამპს და COVID-19-სსაც კი. თავად ტეიტი საკუთარ თავს უწოდებს "აბსოლუტურ სექსისტს და ქალთმოძულეს". კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ქალებმა არ იციან მანქანის ტარება და ეკუთვნიან სახლს და კაცს“. ამჟამად პოპულარულ სოციალურ ქსელებში კიკბოქსერის ყველა პროფილი დაბლოკილია.


მთავარ ფოტოზე:ენდრიუ(მარცხნივ) და ტრისტან ტეიტი

1
149
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
149
  
2022, 31 დეკემბერი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1