ანეკდოტები პატარა მოიშა სკოლიდან დაბრუნდა და დედას უთხრა... (ებრაელები რუსეთში) 2023, 2 იანვარი, 9:40 სსრ კავშირი, რუსეთი.
პატარა მოიშა სკოლიდან დაბრუნდა და დედას ეუბნება: – დედა, დედა, მე დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ! – შვილო, ყოველდღე სადილად რას ჭამ? – ჰკითხა დედამ. – ქათამს. – ჰოდა, ამის შემდეგ, კარტოფილს შეჭამ, ისე როგორც რუსი ბავშვები. მოიშა განაწყენდა და მამასთან მივიდა. იფიქრა, საქციელი, იქნებ მამამ მომიწონოსო: – მამა, მამა, მე დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ! – შვილო, ყოველდღე სკოლაში რით დადიხარ? – მანქანით, მამა! – ამის შემდეგ, როგორც რუსი ბავშვები, ავტობუსით ივლი. მოიშა კიდევ უფრო მეტად განაწყენდა და პაპასთან მივიდა და უთხრა: – იცი, დღეს «ეროვნების» გრაფაში ჩავწერე, რომ რუსი ვარ! – და ჯიბის ფულს რამდენს გაძლევ ყოველდღე? – 10 მანეთს! – ამის შემდეგ, მხოლოდ მანეთს მიიღებ, როგორც რუსი ბავშვები. მოიშა ძალიან განაწყენდა და ოჯახთან ერთად, სუფრას მიუჯდა. ყველა ქათამს მიირთმევდა. ხოლო მას, თეფშზე კარტოფილი დაუდეს. სადილობენ და ერთმანეთს თვალს უკრავენ... და დედამ მოიშას ჰკითხა: – აბა, მოგწონს რუსი რომ ხარ? – არა… სულ რამდენიმე საათია, რაც რუსი ვარ და თქვენ, ებრაელებს, ვეღარ გიტანთ! მძულხართ!!! არხის სხვა სიახლეები:* სასარგებლო რჩევები, წარმატების მოსაპოვებლად (ახალი წლიდან დაიწყეთ)* ცხოვრებისეული იუმორი* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები* 2022 წლის საუკეთესო სპორტული ფოტოები* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)115 3-ს მოსწონს
|