სისხლის სამართალი აშშ-დან გაქცეული ბავშვთა პორნოგრაფიის ბოსი, რომელმაც 20 მილიონი იშოვა, მადრიდში დააკავეს 2022, 28 დეკემბერი, 17:15
ბავშვთა პორნოგრაფიის ბოსი, რომელიც იყო FBI-ს ათი ყველაზე ძებნილ დამნაშავეთა შორის, რომელმაც არასრულწლოვანთა გაუპატიურებაზე ფილმებით აუარებელი ქონება დააგროვა, დააკავეს მადრიდში აშშ-დან გაქცევის შემდეგ.
მაიკლ ჯეიმს პრატი, ახალი ზელანდიის მოქალაქე, გაიქცა აშშ-დან მას შემდეგ, რაც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ბავშვთა პორნოგრაფიის, სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისთვის. ესპანეთის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ დააკავა 40 წლის დამნაშავე, რომელიც FBI-ს 10 ყველაზე ძებნილი დამნაშავე არის.იგი მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში ყალბი პირადობის მოწმობით ცხოვრობდა. FBI-მ 100 000 აშშ დოლარი პრემია დააწესა პრატის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის. პრატი ფლობდა პორნოგრაფიულ კომპანიას და ვებგვერდებს სახელწოდებით GirlsDoPorn და GirlsDoToys, სადაც 2012-დან 2019 წლამდე პერიოდში მოტყუებით იწვევდნენ არასრულწლოვან გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს. პრატი და მისმა თანამზრახველები ინტერნეტში ავრცელებდნენ რეკლამას და არასრულწლოვან გოგონებს მოტყუებით სთავაზობდნენ სამუშაოს სამოდელო ტანსაცმელში, რომელიც სინამდვილეში პორნოგრაფიული ჩანაწერებად იქცეოდა. აღსანიშნავია, რპ, FBI-ს ყველაზე ძებნილი სიიდან მხოლოდ 57 დააკავა აშშ-ს ფარგლებს გარეთ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ესპანეთში განხორციელდა, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. 336 2-ს მოსწონს
|