x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უფროსი შვილი დავიყოლიე" - დედამ სამი შვილი მოკლა
image

ანასტასია პეტროვამ აღიარა, რომ მან ჯერ ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი უმცროსი ვაჟი.


ეკატერინბურგის მცხოვრებმა, 37 წლის ანასტასია პეტროვამ, რომელსაც სამი შვილის მკვლელობაში ედება ბრალი, პირველი აღიარებითი ჩვენება მისცა.



როგორც Topnews-ი წერს, 26 დეკემბრის ღამეს, პეტროვამ, სიზრანის მკვიდრმა, სმს-ები დაუგზავნა თავის ახლობლებს იმის შესახებ, თუ რა ჩაიდინა. ერთი ასეთი შეტყობინება მისმა ნათესავმა მიიღო.



შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ სამი ბავშვის - ხუთი თვის გოგონას, ათი წლის და თხუთმეტი წლის ბიჭის გვამებზე მწოლიარე ქალი დახვდათ.


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პეტროვას ჩაუტარეს ნარკოლოგიური ტესტი, რა დროსაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა.



გამოცემა «КП-Екатеринбург»-ს წყარომ განუცხადა, რომ ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა. მან გამოძიებას განუმარტა, რომ მისი ქმარი ვიაჩესლავი "დემონების მიერ იყო შეპყრობილი". ინსაიდერის თქმით, ჯერ პეტროვამ მოკლა თავისი პატარა ქალიშვილი, შემდეგ კი უმცროსი ვაჟი.


მისი თქმით, უფროსის, თხუთმეტი წლის მოზარდის დაყოლიება „დიდი ხნის განმავლობაში მოუწია“.


დედამ მოახერხა შვილის დარწმუნება, რომ იგი აუცილებლად უნდა მოკვდეს, საბოლოოდ, სანამ დედა ახრჩობდა, ბიჭს წინააღმდეგობა არ გაუწევია.


ცნობილია, რომ ქალმა შვილები კაბელით მოახრჩო.

image

დანაშაულის ადგილზე პეტროვას დაწერილი ბარათები აღმოაჩინეს, სადაც ის ბავშვების დახოცვის მიზეზებზე საუბრობს.


ერთში ის ამტკიცებს, რომ მძიმედ არის ავად, მეორეში კი, რომ მისი შვილები დემონებმა შეიპყრეს.

image

- ბავშვების მამა ყოფილი თანამშრომელია. ის მუშაობდა ნარკოტრეფიკზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში. ოჯახის მეგობრები ამბობენ, რომ ის სამი წლის წინ პენსიაზე გავიდა.


ერთ-ერთი მეზობლის თქმით, სახლში დაბრუნებულს მათი ოჯახიდან ლოცვის ხმა მოესმა, რაც უცნაურად მოეჩვენა:


- გამიკვირდა. შუადღეს მთელი ოჯახი კითხულობდა ლოცვებს. სახლში დაღლილი მოვედი და დავიძინე. მათი ლოცვა არ მაწუხებდა. მაგრამ უცნაური იყო, როდესაც გავიგეთ ბიჭის ყვირილი: „სიცოცხლე მინდა! არ მინდა მოვკვდე!"


0
505
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0