ისტორია რატომ ეცვათ სამხედრო მეზღვაურებს და ზოგადად მეზღვაურებს "ფართხუნა" შარვლები? 2022, 26 დეკემბერი, 17:00 ![]() იმ პერიოდის და შემდგომშიც მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით მეზღვაურის ასეთი ფორმების ტარება ერთადერთი მიზეზით იყო განპირობებული. თუ თავიდან ხის მასალისგან იგებოდა გემები, შემდგომში უკვე სპილენძის სქელი ფირფიტების შემოკვრა დაიწყეს გემის ცხვირზე და ფსკერზე მეჩეჩზე დაჯდომისას ან მარჯნის რიფებთან შეჯახებისგან გემის კორპუსის დასაცავად. მთავარი კი მეზღვაურების ფორმის ასეთი სტილის გამოყენებისა გახლდათ, ზღვაზე შტორმისას ან საბრძოლო მოქმედებებისას მებრძოლების ზღვაში თუ ოკეანეში გადავარდნის საფრთხე. მოგეხსენებათ სველი და წყლით სრულად გაჟღენთილი ტანსაცმელი არა მხოლოდ მეზღვაურს, არამედ ნებისმიერ ადამიანს ხელს უშლის თავისუფლად ცურვაში და ადამიანს სიმძიმის ძალა ფსკერისკენ მიექანება და იძირება. სწორედ ამგვარი საფრთხის თავიდან ასაშორებლად აცმევდნენ მეზღვაურებს ფართო ზედას და შარვლებს, თუ მეზღვაური წყალში გადავარდებოდა, მას სწრაფად შეეძლო გაეხადა შარვალი და ზედა და დახმარების მიღებამდე დიდხანს შეენარჩუნებინა თავი. სადღეისოდ გემები აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სანავიგაციო სისტემებით, სადაც ნებისმიერი საფრთხე აღნუსხულია და გემი უკვე არ ჯდება მეჩეჩზე და არ ეჯახება მარჯნის რიფებს. სამხედრო გემების კოსპუსები ისეთი ტექნოლოგიითაა აგებული, რომ მისი ჩაძირვა არცთუ მარტივია, შესაბამისად თანამედროვეობამ "ფართხუნა" ფორმების მოხმარების შეწყვეტა გამოიწვია. ![]() ![]() 370 4-ს მოსწონს |