x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136189
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
რა დაინახა სინამდვილეში სოფი ლორენმა ჯეინ მენსფილდის დეკოლტეში

image


ამ ფოტოს ქალური შურის იდეალურ განსახიერებას უწოდებენ. ცნობილ კადრში იტალიელი კინოვარსკვლავი, სოფი ლორენი ამერიკელი მსახიობის, ჯეინ მენსფილდის ღრმა დეკოლტეს რაღაც უცნაური გრძნობით უყურებს. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე მოგიყვეთ ამ ლეგენდარული ფოტოს ისტორიის შესახებ.


image


აღნიშნული ფოტო მაშინ არის გადაღებული (1957 წელს) როდესაც ახალგაზრდა სოფი ლორენმა ჰოლივუდის დაპყრობა გადაწყვიტა და ამერიკაში ჩავიდა, რათა ყველა შეთავაზებული წინადადება დეტალურად განეხილა და თან დაგეგმილ კინო სინჯებშიც მიეღო მონაწილეობა.


image


ცნობილი იტალიელი ლამაზმანის საპატივსაცემოდ კინოსტუდია "20th Century Fox"-მა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორან - "Romanoff"-ში საზეიმო მიღება გამართა.


image


ყველაფერი იდეალურად დაიწყო... 1957 წლის 12 აპრილს გამართულ წვეულებაზე 1950-იანი წლების ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი მივიდა, მათ შორის იყო ასევე მაცდუნებელი ჯეინ მენსფილდიც!


image


ჯეინ მენსფილდი მერლინ მონროს მთავარ კონკურენტად (და მის იმიტაციად) განიხილებოდა. იმ დროს ჯეინი ჰოლივუდის ერთ-ერთ მთავარ "სექს - ბომბად" ითვლებოდა და მერლინ მონროს შესაძლო მემკვიდრედაც მოიაზრებოდა. მენსფილდი ბროდვეის გარდა, ჟურნალ "Playboy"-ის ფურცლებზეც ბრწყინავდა და ფოტოჟურნალისტების მხრიდან არც ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა.


image


მსახიობმა სადილზე საკმაოდ დააგვიანა, თუმცა მჭიდროდ მორგებულ ატლასის ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი თავისი ცნობილი ღრმა დეკოლტით შეკრებილი საზოგადოების წინაშე ეფექტურად წარსდგა. მსახიობი მაშინვე სოფი ლორენისკენ გაემართა და ადგილიც მის გვერდით თამამად დაიკავა.


image


ჰოლივუდელი "ბარბის" სავსე მკერდის დანახვისას იტალიელი კინოვარსკვლავის თქმით, მისი მხრიდან არანაირ შურს არ ჰქონდა ადგილი, აქ საქმე სულ სხვა რამეში გახლდათ. გთავაზობთ თავად სინიორა ლორენის სიტყვებს ამასთან დაკავშირებით: "მეშინოდა, რომ მისი მკერდი კაბიდან ამოხტებოდა და პირდაპირ ჩემს თეფშში აღმოჩნდებოდა, რასაც მყისიერად სკანდალიც მოჰყვეოდა. - ვშიშობდი, რომ მისი მთელი კაბა ბუმ - და გასკდებოდა, ნეფლეთებად იქცეოდა... მე ასეთ თამამ სამოსს არასდროს ჩავიცვამდი." - იხსენებდა უკვე 2015 წლის ინტერვიუში იტალიელი ლამაზმანი.


image


თავისი ეპოქის ორი ულამაზესი ქალბატონი... ეს ფოტო კლასიკად იქცა, და იმ ეპოქის თითქმის ყველა ამერიკული ბულვარული ტაბლოიდის ფურცლებზე ვირუსივით გავრცელდა, ხოლო უფრო კონსერვატიულ ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში, ჯეინის ფოტოებს რეტუშის გარეშე არ აქვეყნებდნენ...


image


სოფი ლორენთან გადაღებული ცნობილი ფოტოს შემდეგ ჯეინ მენსფილდმა კიდევ ათ წელს იცოცხლა, თუმცა მისი კინოკარიერა მალევე დასრულდა, ჰოლივუდში 1960-იანი წლების დასაწყისიდან მდიდრული, ქერა ლამაზმანების მოდა თანდათან გავიდა. ჯეინმა მონაწილეობის მიღება 20 ფილმში მოასწრო. მათ შორის იყო 1963 წელს გადაღებული ფილმი - "დაპირება! დაპირება!" - ეს გახლავთ ისტორიაში პირველი ჰოლივუდური ფილმი, სადაც მთავარი გმირი კადრში სრულიად შიშველი გამოჩნდა.


image


50-იანი წლების სექს-სიმბოლოდ აღიარებული ჯეინ მენსფილდი საკმაოდ ტრაგიკული ბედის პიროვნება გახლდათ, 1967 წელს, 37 წლის ასაკში მსახიობი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, შემთხვევით - ნისლში სიჩქარის გადაჭარბების გამო. მსახიობს ხუთი შვილი დარჩა.

image

0
677
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
677