საზოგადოება თანასწორობის მეორე მხარეს... ინდულგენცია - ქალობა 2022, 26 დეკემბერი, 13:34 მალე უფლებებით სპეკულანტი ქალების არმიას მივიღებთ რეალურად ნაძალადევ ქალებთან ერთად!
აღარ თავდება ქალთა მხრიდან მათი უფლებებით სპეკულირება! როგორც ფსიქოლოგიის დოქტორი ჰელენ სმიტი აღნიშნავს, ბოლო დროს ომი მიმდინარეობს მამაკაცების წინააღმდეგ. „...მე ფემინისტი ვარ, რადგან მჯერა თანასწორობის, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს ქალთა უპირატესობას. მოხდა ისე, რომ თანასწორობისთვის კანონიერი მოძრაობა გადაიქცა მთლიან პოლიტიკურ სისტემად, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ ქალებს აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიები და რაც უფრო მეტი პრივილეგია აქვთ, მით მეტი უფლებაც აქვთ".
გენდერულ თანასწორობას უნდა ახასიათებდეს თანაბარი უფლებები! სიტყვა თანასწორობაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ რომელიმე სქესი არ უნდა იყოს პრივილეგირებული, არცერთი სქესი არ უნდა იქცეს სექსიზმის მსხვერპლად. არცერთი სქესი არ უნდა იყოს ინდულგენცია!!!.
უკანასკნელ ხანებში ტენდენციაა ქალის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების ბოროტად გამოყენების და ზოგჯერ სწორედ ეს ხდება სხვა შემთხვევებში ქალთა მიმართ ძალადობის მაპროვოცირებელი! არ ვეწინააღმდეგები ზომიერ ფემინიზმს და ფემინისტურ მიდგომას ქალთა გაძლიერების კუთხით და მიმაჩნია, რომ ქალიც და მამაკაციც ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვაზე აქცენტირებამ და მიდგომამ, რომ „ქალი ყოველთვის მართალია“, შესაძლოა, მამაკაცთა უფლებების შელახვა გამოიწვიოს და სამართლიანობის ჭეშმარიტი არსი დააკნინოს, ქალების სასარგებლოდ გადახაროს თემიდას სასწორის პინა. ქალთა გაძლიერება არ უნდა მიმდინარეობდეს კაცთა დასუსტების ხარჯზე და ქალთა უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს მამაკაცთა უფლებების დარღვევის ხარჯზე, რამდენადაც ტერმინი "თანასწორობა" ტენდენციურობას და რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადახრას კიარ გულისხმობს, არამედ ბუკვალურადაც და შინარსობრივადაც მხოლოდ და მხოლოდ თანაბრობას.
ტერმინი მათემატიკურია, მათემატიკა კი ზუსტი მეცნიერებაა, რომელსაც არ უყვარს უზუსტობები და ერთი მათემატიკური ოპერაციისას თუ მეორე იგულისხმება, სულ სხვა შედეგი დგება და არა ის, რაც კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის შემთხვევაში უნდა მივიღოთ. ტოლობა ნიშნავს ტოლობას, თუ ტოლობა მხოლოდ მიმიკრიაა არაა და მის უკან უტოლობა არაა ნაგულისხმევი.
რადიკალი ფემინისტები ორმაგ სტანდარტებს ავითარებენ: როდესაც ქალი დგას მამაკაცზე დაბლა, ეს უსამართლობაა, მაგრამ როდესაც მამაკაცი დგას ქალზე დაბლა, ეს თანასწორობის ტრიუმფად უნდა აღინიშნოს!!!
ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი ტამ ვაისენბერგი ყვება, როგორ ძალადობდა მასზე საყვარელი: "ერთხელ მან გაიხადა მოსასხამი, შიშველი დამიდგა წინ. თვითცემა და თავის დაკაწვრა დაიწყო, თან ყვიროდა:" აჰ! შეწყვიტე! მწყინს" . გავოგნდი. როცა დაასრულა, ხალათი ჩაიცვა, ჩანთიდან ამოიღო ჩამწერი და გამორთო", - იხსენებს ტამი. "რა მაგარია ასეთი ჩანაწერი. ეს არის ჩემი კოზირი", - აშანტაჟდა მისი არაქალი, რომ ვინმესთვის არ ეთქვა ცემის შესახებ. "მეშინოდა სამსახურიდან არ გავეშვი, მეშინოდა რეპუტაციის დაკარგვის ", - აღიარებს ტამი.
ქალებმა სქესით სპეკულირებისას ზუსტად იციან, რომ გამოჩნდება ადამიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც მხარს დაუჭერს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს არა მარტო სამეცნიერო ლიტერატურა, არამედ მხატვრული ლიტერატურაც და მრავალი ფსიქოლოგიური ჟანრის ფილმიც: „ძირითადი ინსტიქტი“, „მხილება“, სადაც ქალის მაპროვოცირებელ ქცევას შეიძლება ჰქონდეს მრავალი მაიძულებელი თუ წამქეზებლური ხასიათი. სექსუალური პროვოკაციის მიზანია გამოიწვიოს ობიექტში სწრაფვა, ლტოლვა, ეჭვი, შიში, დანაშაულის გრძნობა.
მსგავსი პროვოცირებები მამაკაცზე ფსიქოლოგიური ძალადობაა, თუ ქალი ამ პროვოცირების შედეგებით სპეკულირებას იწყებს. ფსიქლოგიური ძალადობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანის ფსქოლოგიური იძულებაც ძალადობაა და ფემინისტებმა ეს უნდა აღიარონ, სანამ ქალთა უფლებების გაძლიერებაში ბალანსი არ დაირღვა და ძალადობის მსხვერპლის ნიღაბს ამოფარებული ქალები ათასნაირი ხრიკებითა და მექანიზმებით მამაკაცების შევიწროებას კიდევ უფრო არ გაამძაფრებენ!
ისევ დოქტორ სმიტით დავამთავრებ, რომელიც სხვათა შორის, ფემინისტია: „ქალებს არ ესმით, რომ მამაკაცების დისკრიმინაცია საბოლოო ჯამში ისევ ქალებთან ომია”
116 3-ს მოსწონს |
არა ერთი ლოკალური ინდივიდუმს კრიტიკულად მეტაფიზირებულის აბსტრაქციისადმი შესწევს და გააჩნია უნარი თავიდან აიცილოს პარადოქსალური სუბიექტივიზმის ტენდენციები, მხიოლდ მატერიალურ
სენტიციუმის ეკზიტირების შემთხვევაში, და ბოლოს. ეხლამე შენ მისამართს გეტყოდი, მაგრამ არა, შენთვითონ მიხვდები წადი იქ, ნებას გაძლევ სირბილით წახვიდე, როცა მიირბენ ეგრევე არ დააჯდე. ცოტა სული მოითქვი. შენისთა შტერებს ძალიან მოწონთ, შენც მოგეწონება, ჰოდა ყოველ ჯერზე ცნობილ მისამართზე რომ არ გაგზავნო მრავალჯერად აბონიმენტს მოქცემ, შეგეძლება მიზეზით და უმიზეზოდ ხშირ ხშირად ირბინო იქ.
ოღონდ აბონიმენტი არ დაკარგო იცოდე, მეტს აღარ მოგცემ, შენისთნა შტერები ბევრნი არიან იმათაც ხომ უნდათ.
ხო კიდევ, დეგრადირებული ის კაცები არიან ვისი ქალებიც კუხნებიდან გამოვიდნენ, გასაგებია. ქალი ვიცი მე კუხნაში წერტილი.
სულ ახლახან მოხდა ამერიკაში,ქალ და კაც საფეხბურთო ნაკრებების დაფინანსება და ანაზღაურება გათანაბრდა,რაც სრულიად უაზრო გადაწყვეტილებაა. კაცების ფეხბურთი ათწლეულების მანძილზე ვითარდებოდა და უფრო ყურებადია,ამიტომ მათი საპრიზო ბიუჯეტი და დაფინანსებაც სხვანაირია. წელს იყო ორი საერთაშორისო მაშტაბის ტურნირი ფეხბურთში,ერთი ქალთა ევროპის ჩემპიონატი და ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატი. გადახედეთ ყურებადობის მაჩვენებელს და მიხვდებით,რა სხვაობა არის და სად არის პრობლემა. სქესი კი არ არის პრობლემა,ხარისხია პრობლემა და მთავარი განსხვავება. ყველა უნდა იღებდეს იმდენს,რასაც გამოიმუშავებს. რა გამომუშავება და შემოსავალი აქვს,ის უნდა მისცენ ქალებს და პირიქით.